თურქული პრესა 15.03.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2115797
თურქული პრესა 15.03.2024

თურქული პრესა 15.03.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Haber Türk: „ერდოღანი: ჯანდაცვის ინფრასტრუქტურაში თურქეთზე უკეთესი არავინაა“

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სამკურნალოდ ადამიანები თურქეთში ჩამოდიან და თურქეთის წილი ჯანმრთელობის ტურიზმში თანდათან იზრდება. მან ასევე დასძინა; „ამ წლის პირველ კვარტალში მიმართვის რაოდენობამ 225 ათასს გადააჭარბა“.

Sabah: "თანამშრომლობა ერაყთან ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში"

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში უსაფრთხოების სამიტი გაიმართა, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი, ეროვნული თავდაცვის მინისტრი იაშარ გიულერი და ეროვნული დაზვერვის ორგანიზაციის (MİT) ხელმძღვანელი იბრაჰიმ ქალინი და ერაყის ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. მათ უსაფრთხოებისა და სამხედრო თანამშრომლობის  თაოსნობით განიხილეს ტერორიზმთან ბრძოლაში ერთობლივი გაგების ჩამოყალიბების საკითხები.

Yeni Şafak: "ახალი ერა ინგლისთან"

ვაჭრობის მინისტრი ომერ ბოლატი ინგლისის დედაქალაქ ლონდონში ბრიტანეთის ვაჭრობის მინისტრს კემი ბადენოჩს შეხვდა. მინისტრმა ბოლატმა განაცხადა, რომ დაწყებულია მოლაპარაკებები გაერთიანებულ სამეფოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლებასთან დაკავშირებით.

Hürriyet: „HSBC-მა გაზარდა თურქეთის ზრდის პროგნოზი“

თურქეთის ეკონომიკის პოზიტიური მაჩვენებლები ისევ იპყრობს ყურადღებას. ბრიტანულმა ბანკმა HSBC-მა გაზარდა თურქეთის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 2024 წლისთვის 2,5 პროცენტიდან 3,1 პროცენტამდე, ხოლო 2025 წლისთვის 3,5-დან 3,6-მდე.

Star: "თურქეთის კოსმოსური სამუშაოები დაჩქარდა"

თურქეთის პირველმა ასტრონავტმა ალპერ გეზერავჯიმ განაცხადა, რომ ისინი მუშაობენ ადგილობრივ გამშვებზე, რომელსაც შეეძლება განახორციელოს გაშვების ოპერაციები. "ჩვენი სახელმწიფო ლიდერები გააზიარებენ სასიხარულო ინფორმაციებს ამის შესახებ". - თქვა გეზერავჯიმ და დასძინა: "კოსმოსურ სფეროში 10 მიზანი იქნა დასახულო და ჩვენი მუშაობა გრძელდება ამ მიზნების შესაბამისად".


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები