თრტ–ს ისტორია

ისტორია

 

თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობა (TRT) სახელმწიფოს სახელით რადიო და ტელე მაუწყებლობის განხორციელების მიზნით 1964 წლის 1 მაისს, სპეციალური კანონით დამოუკიდებელი იურიდიული პირის სტატუსით შეიქმნა. 1972 წელში საკონსტიტუციო ცვლილებებით მაუწყებლობა „ნეიტრალურ“ საზოგადოებრივ ეკონომიკურ ორგანიზაციად იქნა აღიარებული. 

1982 წლის კონსტიტუციის შესაბამისად 1984 წელში კანონი თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობის შესახებ თავიდან იქნა შესწორებული. თანამგზავრულმა გადაცემებმა 1986 წლის შემდეგ, თურქეთისათვის მაუწყებლობის მქონე კერძო ტელევიზიების შექმნამ, TRT-ს 1990 წლამდელი მონოპოლია მაუწყებლობაზე მოხსნა. 

კონსტიტუციის 133-ე მუხლის 1993 წელში შეცვლით კერძო რადიო და სატელევიზიო მაუწყებლობა თავისუფალი გახდა და TRT-ს ავტონომია აღსდგა. TRT დღეს, კონსტიტუციით განსაზღვრული ავტონომიურობით და ნეიტრალურობით, რადიო და სატელევიზიო არხებით მედიის ყველა საშუალებით მაუწყებლობის მქონე საზოგადოებრივი მაუწყებელია.

თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობის შექმნამდე, პირველად Türk Telsiz Telefon A.Ş.-ს (ს.ს თურქული უკაბელო ტელეფონი) ფარგლებში განხორციელებული რადიო მაუწყებლობა 1964 წელში TRT-ს ჭერქვეშ გაერთიანდა. 1927 წლის 6 მაისს სტამბოლის რადიოს მაუწყებლობის დაწყების შემდეგ 1928 წელში ანკარის რადიო ამოქმედდა. ანკარისა და სტამბოლის რადიოები 1936 წლის 8 სექტემბერს PTT-ს გადაეცა, რის შემდეგაც გადამცემებ გაძლიერებული ანკარის რადიო 1938 წლის 28 ოქტომბერს ოფიციალურად გაიხსნა. სტამბოლის რადიომ მაუწყებლობა 1938 წლის ოქტომბერში შეწყვიტა და 1949 წლის 19 ნოემბერს აღადგინა. მეორე მსოფლიოს ომის დაწყებასთან ერთად რადიოები ახლადდაარსებულ პრესის საზოგადოებრივ სამსახურს შეუერთდა. 1950 წელში, იზმირის მერიის ბაზაზე ამოქმედებული იზმირის რადიო 1953 წლიდან მოყოლებული პრესის საზოგადოებრივ სამსახურს მიუერთეს.    

1960 წლის შემდეგ რვა პროვინციაში რეგიონალური რადიოები შეიქმნა. 1961 წლის კონსტიტუციის შესაბამისად 1964 წელში ნომერ 359 კანონით რადიო მაუწყებლობები TRT-ს ბაზაზე გაგრძელდა და გადამცემების გაძლიერებასთან ერთად უფრო ფართო მასებისთვის გახდა ხელმისაწვდომი. 1974 წელში TRT-ს ცენტრალური და რეგიონალური რადიოების გაერთიანებით რადიოები TRT-1, TRT-2 და TRT-3 შეიქმნა.

 

TRT-მ სატელევიზიო მაუწყებლობა 1968 წლის 31 იანვარს ანკარის მითათფაშას სტუდიაში დაიწყო. დასაწყისში კვირაში სამ დღიანი სამ საათიანი მაუწყებლობიდან ერთი წლის შემდეგ კვირაში ოთხ დღეზე იქნა აყვანილი. 1970 წელს იზმირის, ხოლო 1971 წელს სტამბოლის ტელევიზიებმა დაიწყეს ფუნქციონირება. 1969 წელს ასტრონავტების მთვარეზე ფეხის დადგმა და ზექი მურენის ანკარის კონცერტი TRT-ს ეკრანებზე გაშუქდა. TRT-მ 1973  წელს უკვე პირველად პირდაპირი ეთერით თურქეთის მეორე პრეზიდენტის ისმეთ ინონუს  დაკრძალვის ცერემონია გააშუქა. 1974 წლის 20 ივლისის კვიპროსის სამშვიდობო ოპერაცია თურქეთმა და მსოფლიომ TRT-ს მეშვეობით გაიგო. ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე თურქეთმა პირველად მონაწილეობა 1975 წელს TRT-ს ორგანიზებით მიიღო. TRT-მ პირველი წყალქვეშა კამერები 1978 წელს გამოიყენა და „ღრმა წარსული“ს სახელწოდების პირველი დოკუმენტური ფილმი გადაიღო. 1979 წელს კი ხუთი ქვეყნიდან ჩამოსული 133 ბავშვით და 31 სახელმწიფოს მეთაურის მონაწილეობით პირველად 23 აპრილი საბავშვო ზეიმი გამართა. 1974 წლიდან TRT-ს მაუწყებლობა უკვე ყოველდღიური გახდა და მოსახლეობის 55%-ს შეეძლო მისი ყურება. თურქეთში ტელევიზორის შემოსვლიდან მეათე წლისთავზე PTT-ს  (ფოსტა ტელეგრაფი) ცენტრებში რეგისტრირებულთა ტელევიზორის მყიდველთა რიცხვმა 2 მილიონ 250 ათასს მიაღწია. საზღვარგარეთ გაცემული და საზღვრებს გარედან მიღებული მაუწყებლობის ჩაწერა და რედაქტირება 1982 წელს იქნა დაწყებული. ყოველდღიურად მრავალფეროვანი ხასიათის პროგრამების მქონე TRT-მ  ფერადი მაუწყებლობა 1981 წლის 31 დეკემბერს დაიწყო. 1984 წელს კი მთლიანად ფერად ეკრანზე გადავიდა. TRT-მ 1986 წლიდან მეორე არხიც გახსნა. 1987 წლიდან კი „İntelsat“-ის სახელწოდების თანამგზავრით TRT-1 და TRT-2-ის არხების პროგრამები მთელს ქვეყანას მისწვდა. TRT-3 და GAP-TV-მ კი მაუწყებლობა 1989 წელს დაიწყო და ამით TRT-ს არხები ოთხამდე გაიზარდა. 1990 წელს კი TRT-4 და  TRT-INT არხებმა დაიწყეს მაუწყებლობა. 1993 წელს კი განსაკუთრებით კავკასიასა და შუა აზიის ქვეყნების მიმართ მაუწყებლობის თვალსაზრისით TRT-AVRASYA არხი შეიქმნა. 1995 წელს კი თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის (TBMM) TV-იმ დაიწყო მაუწყებლობა.  TRT-მ პირველი წარმომადგენლობა გერმანიის დედაქალაქ ბერლინში 1998 წელს გახსნა. ამის შემდეგ კი 1999 წელს თურქმენეთში, ხოლო 2000 წელს აზერბაიჯანში, ეგვიპტეში და ბელგიაშიც გაიხსნა. 2002 წელს  მეექვსე წარმომადგენლობა აშშ-ს დედაქალაქ ვაშინგტონში გაიხსნა, ხოლო  2004 წელს კი უზბეკეთში. 

1999 წელს TRT_SAYTEK (ციფრული მაუწყებლობის ტექნოლოგიური ცენტრი) ჩამოყალიბდა, რომელიც www.trt.net.tr ინტერნეტ მისამართის მეშვეობით მაუწყებლობს. 

2003  როგორც თურქეთის ასევე TRT-ს თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი წელია.  TRT-ს ხელშეწყობით თურქეთმა პირველად მიიღო ევროვიზიის 48-ე სიმღერის კონკურსში მონაწილეობა.

TRT-მ 2004 წელს აზია-წყნარი ოკეანის მაუწყებელთა კავშირთან (ABU)  გააფორმა კონტრაქტი.  01.11.2008 წელს TRT-მ თურქეთში TRT Çocuk-ის არხის სახით  პირველი საბავშვო არხი გახსნა. 01.01.2009 წელს TRT 6 ქურთულ ენაზე მაუწყებლობა დაიწყო და ამ არხის  სახელი 2015 წლიდან  TRT Kurdî-თ შეიცვალა. 20.11.2008 წლიდან ამოქმედებულმა www.trtvotworld.com ინტერნეტ პორტალმა 31 ენაზე მაუწყებლობის დაწყებით ახალი მედია მაუწყებლობით მსოფლიოში მეხუთე ადგილი დაიკავა. დღეისათვის კი აღნიშნული პორტალი 41 ენაზე, მსოფლიო მოვლენებს ზუსტი და მიუკერძოებელი ინფორმაციებით, მსოფლიოს აცნობს.

TRT-AVAZ, რომელმაც მაუწყებლობა 21.03 2009 წელს დაიწყო, ბალკანეთში, შუა აზიაში, ახლო აღმოსავლეთში,  კავკასიაში და  თურქულენოვან ქვეყნების და ახლო აღმოსავლეთიდან კავკასიის ჩათვლით 250 მილიონიან გეოგრაფიას მიმართავს. TRT-AVAZ-ი თურქულ, აზერბაიჯანულ, ყაზახურ, ყირგიზულ, უზბეკურ და თურქმენულ ენებზე სხვადსხვა სახის პროგრამებს აშუქებს, რითაც იგი ამ ხალხების საერთო არხის ფუნქციას ასრულებს.

საერთაშორისო თურქულენოვანმა საინფორმაციო და კულტურულმა არხმა TRT Türk-მა მაუწყებლობა 2009 წლის 8 მაისს დაიწყო. ამავე წელს ტესტირების რეჟიმში ამოქმედდა TRT ANADOLU. იგი 2012 წლის რამაზანის თვეში 24 საათიან უწყვეტი მაუწყებლობის მქონე არხ TRT Diyanet-ად გადაიქცა. 2009 წლის 16 ნოემბერს მაუწყებლობა დაიწყო  TRT Müzik-მა, რომელიც წარსულიდან დღემდე ადგილობრივი და უცხოურ მუსიკას სთავაზობს მაყურებლებს. 


 სატელევიზიო არხი TRT Belgesel-ი, რომელმაც მუშაობა 2009 წოლის 17 ოქტომბერს დაიწყო, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, რუსულ და თურქულ ენებზე მსოფლიოს თურქეთს აცნობს. 
 

2009 წელში ფუნქციონირება დაიწყო რადიო არხებმა Radyo 6-მა,  TRT Nağme-მ, რადიომ TRT Ankara Kent, TRT Türkü-მ და TRT Avrupa FM-მა.
 
 TRT-მ ევროპისა და მსოფლიოს წამყვანი საინფორმაციო არხებიდან Euronews-თან თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რის შემდეგაც Euronews-ის დიდ პარტნიორებს შორის შევიდა. 2010 წლის იანვარში Euronews-მა მაუწყებლობა მეცხრე ენაზე, თურქულად დაიწყო.

TRT Haber-მა მაუწყებლობა 2010 წლის 18 მარტს დაიწყო, არაბულენოვანმა არხმა TRT –“ETTÜRKİYYE”-მ კი 2010 წლის 4 აპრილს. არხს 2015 წელში სახელწოდება შეეცვალა და TRT-El Arabia გახდა.
 

უმაღლესი დონის სამაუწყებლო ხარისხის HD-ს მქონე არხი TRT HD, ძირითადად ეთერს სპორტს, დოკუმენტურ და კინოფილმებს უთმობს.

TRT SPOR, რომელმაც მაუწყებლობა 2010 წლის აგვისტოს თვეში დაიწყო, ყველა ევროვნულ და საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებას პირდაპირ ეთერში ან ფირზე ჩაწერით სთავაზობს მაყურებელს.  TRT Spor სპორტის ყველა სახეობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

2011 წლის იანვარში ამოქმედებული TRT Okul (სკოლა) კი სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისათვის მომზადებული საგანმანათლებლო და კულტურული პროგრამების ტექნოლოგიური და საგანმანათლებლო არხია.
 

TRT, დღეს 14 სატელევიზიო არხით, 5 ეროვნული, 5 რეგიონალური, 3 საერთაშორისო და 3 ადგილობრივი რადიო სადგურით, trt.net.tr და 41 ენაზე მომზადებული ვებპორტალით www.trtvotworld.com, ტელეტექსტის მაუწყებლობით, "Televizyon", "TRT Çocuk", “Radyovizyon” სახელწოდების ბეჭდური ჟურნალებით თურქეთსა და მსოფლიოში ახორციელებს მაუწყებლობას.