თურქული პრესა 14.06.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2152849
თურქული პრესა 14.06.2024

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ, „Haber Türk“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მადრიდში პრემიერ-მინისტრს, პედრო სანჩესს შეხვდა, რა დროსაც ერდოღანმა განაცხადა, რომ მათ სურთ კიდევ უფრო განავითარონ კარგი ურთიერთობა ესპანეთთან. პრეზიდენტმა თქვა: „ჩვენ ვიწვევთ კიდევ ბევრ ინვესტორს ესპანეთიდან თურქეთში, რომელიც რეგიონის მიმზიდველობის ცენტრია“.

გაზეთი, „Hürriyet“-ი ერდოღანის ღაზაში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: პრეზიდენტმა ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყურადღებით ადევნებს თვალს ღაზაში არსებულ ვითარებას და, რომ ისინი მიესალმებიან გეგმას, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას. ერდოღანმა თქვა: „მთავარი ისაა, რომ ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება ქაღალდზე არ დარჩეს. გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა ისრაელზე ზეწოლა უნდა განახორციელონ.“

გაზეთი, „Sabah“-ი პედრო სანჩესის, თურქეთის შესახებ გაკეთებულ განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა თქვა, რომ ესპანეთი და თურქეთი არის ის ორი ქვეყანა, რომელთაც ყველაზე კარგი ურთიერთობა აქვთ ყველა სფეროში.

გაზეთი, „Star“-ი იუწყება, რომ თურქეთი, რომელიც საერთაშორისოდ პოპულარულია შიდა და ეროვნულ თავდაცვის ინდუსტრიაში, ესპანეთთან, მსოფლიოში პირველი შეიარაღებული უპილოტო საფრენი აპარატის (SİHA) გემის, TCG Anadolu-ს შემდეგ, უპილოტო საფრენი აპარატების (İHA) წარმოების სფეროშიც ითანამშრომლებს.

გაზეთი, „Yeni Şafak“-ი წერს, რომ ეროვნული თავდაცვის სამინისტროს წყაროებმა განაცხადეს, რომ აშშ-სთან F-16-ების შესყიდვასთან დაკავშირებით კონტრაქტები გაფორმდა. „კონტრაქტები გაფორმებულია და მათი დეტალების შესწავლა გრძელდება დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების გზით“, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები