თურქული პრესა 13.06.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2152412
თურქული პრესა 13.06.2024

თურქული პრესა 13.06.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Vatan: „ერდოღანი ესპანეთის მეფე ფილიპე VI-ს შეხვდა“

ესპანეთში პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ესპანეთის მეფე ფილიპე VI-ს შეხვდა, სადაც ის თურქეთ-ესპანეთის მე-8 მთავრობათაშორისი სამიტის ფარგლებში ჩავიდა. შეხვედრაზე განიხილეს თურქეთისა და ესპანეთის ურთიერთობები, ისრაელის მიერ ღაზაში განხორციელებული ხოცვა-ჟლეტა და რეგიონული და გლობალური მოვლენები.

Star: „ერდოღანი: ისრაელზე ზეწოლა უნდა გაიზარდოს“

პრეზიდენტმა ერდოღანმა, რომელიც ესპანეთში მეფე ფილიპე VI-ს შეხვდა, განაცხადა, რომ ისრაელის ხელისუფლების გენოციდური პოლიტიკა პალესტინის მიწებზე რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს. ერდოღანმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოების გაზრდილმა ზეწოლამ ისრაელზე შესაძლოა კარი გაუღოს რეგიონში მუდმივ მშვიდობას.

Yeni Şafak: "აშშ-ისგან შუამავლობის შეთავაზება თურქეთს"

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ანკარაში ჯეფ ფლეიკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მის ქვეყანას სურს თურქეთი იყოს შუამავალი ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებში. აშშ-ს ელჩის თქმით, მის ქვეყანას სურს, რომ თურქეთმა გარკვეული გზავნილები გადასცეს პალესტინის წინააღმდეგობის მოძრაობის ჰამასის ხელმძღვანელობას.

Haber Türk: "THY-მ დაიწყო ფრენები დენვერში"

თურქეთის ავიახაზებმა (THY) აშშ-ში ფრენებს დაამატა დენვერი, როგორც მე-14 მიმართულება. ავიახაზები კვირაში 3 რეისს შეასრულებს სტამბოლიდან და 9 ივლისიდან რეისების რაოდენობას კვირაში 4-მდე გაზრდის.

Sabah: "თურქეთი G20-ში პირველ ადგილზეა"

მაშინ, როცა G20-ის ქვეყნების ეკონომიკური ზრდა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საშუალოდ 0,9 პროცენტი იყო, თურქეთი გახდა ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მქონე ქვეყანა G20-ის ქვეყნებს შორის ამ პერიოდში, 2,4 პროცენტით.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები