თურქული პრესა 12.06.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2151823
თურქული პრესა 12.06.2024

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ, „Star“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: რუსეთში გამართულ ბრიქსი+ (BRICS) სამიტზე სიტყვით გამოსვლისას საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა თქვა: „პრეზიდენტ ერდოღანის დევიზით, „მსოფლიო ხუთზე დიდია“, თურქეთი ცდილობს გაატაროს რეფორმები გაეროს უშიშროების საბჭოში და სხვა მრავალმხრივ ორგანიზაციებში. ამ კონტექსტში ჩვენ ვაფასებთ ჩვენს თანამშრომლობას BRICS-თან. ჩვენ გვჯერა, რომ BRICS-ის ფარგლებში მრავალფეროვნება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია განვითარებისა და სტაბილურობის გასაძლიერებლად.“

„თურქეთის მეორე ასტრონავტი ათასევერი სამშობლოში დაბრუნდა“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Haber Türk“-ში და მასში ვკითხულობთ: თურქეთის მეორე ასტრონავტი თუვა ჯიჰანგირ ათასევერი, რომელმაც სუბორბიტალური კვლევითი ფრენა თურქეთის კოსმოსური სამეცნიერო მისიის ფარგლებში შეასრულა, სამშობლოში დაბრუნდა. ათასევერმა განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის ახალგაზრდებისთვის გამოცდილების გაზიარებას.

გაზეთ, „Vatan“-ის მიხედვით, ფრანგული გაზეთი Le Monde წერს, რომ თურქეთის ავიახაზები (THY) გლობალური საავიაციო ინდუსტრიის მნიშვნელოვანი აქტორი გახდა იმ შედეგების მიღწევით, რაც მის კონკურენტებს შეშურდება.

გაზეთ, „Sabah“-ის ეკონომიკური მიმომხილველი იუწყება, რომ ხაზინისა და ფინანსთა მინისტრი მეჰმედ შიმშექი გუშინ მსოფლიო ბანკის პრეზიდენტ აჯაი ბანგას შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს „ქვეყნის თანამშრომლობის ჩარჩო“, რომელიც საფუძვლად უდევს მსოფლიო ბანკსა და თურქეთს შორის ფინანსურ და ტექნიკურ თანამშრომლობას 2024-2028 წლების პერიოდში.

გაზეთი, „Hürriyet“-ი წერს, რომ ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აბდულქადირ ურალოღლუმ გუშინ გავრცელებულ წერილობით განცხადებაში აღნიშნა, რომ მაისში მთელი ქვეყნის მასშტაბით აეროპორტებმა 20 მილიონ 230 ათას 573 მგზავრს მოემსახურა. იანვარ-მაისში ავიაკომპანიით 82 მილიონ 109 ათას 667 მგზავრმა ისარგებლა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები