თურქული პრესა 11.06.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2151367
თურქული პრესა 11.06.2024

თურქული პრესა 11.06.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Haber Türk: „პრეზიდენტი ერდოღანი ალიევს შეხვდა“

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიწვევით თურქეთში გუშინ სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. საპრეზიდენტო კომპლექსში გამართული ორი ლიდერის შეხვედრისას დღის წესრიგში ჩადგა თურქეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობები, ისრაელის თავდასხმები ღაზაზე, ოკუპაციისგან განთავისუფლებულ აზერბაიჯანულ მიწებზე სამშენებლო სამუშაოები, რეგიონული და გლობალური საკითხები.

Hürriyet: „გიულერი: ჩვენ არ დავუშვებთ ტერორისტული დერეფნის შექმნას“

ეროვნული თავდაცვის მინისტრმა იაშარ გიულერმა გუშინდელ განცხადებაში აღნიშნა, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალები არასოდეს დაუშვებს სეპარატისტულ ორგანიზაციის მიერ ტერორისტული დერეფნის შექმნას მის სამხრეთ საზღვრებს მიღმა.

Sabah: „ფიდანი აზერბაიჯანელ კოლეგას ესაუბრა“

საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა გუშინ სატელეფონო საუბარი გამართა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან. საუბრის დროს ორმხრივი და რეგიონული საკითხები განიხილეს.

Star: „თურქული ორაგულის ექსპორტი აღმოსავლეთ შავი ზღვის რეგიონიდან წლის 5 თვეში 45 პროცენტით გაიზარდა“

თურქული ორაგულის ექსპორტი აღმოსავლეთ შავი ზღვის რეგიონიდან იანვარ-მაისში წლიურ ბაზაზე 45 პროცენტით გაიზარდა და 67 მილიონ 125 ათას 19 დოლარს მიაღწია. ყველაზე მეტი ექსპორტი განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში, ვიეტნამსა და ბელარუსში.

Vatan: „უმუშევრობის მაჩვენებლები გამოცხადდა“

თურქეთის სტატისტიკურმა ინსტიტუტმა აპრილის სამუშაო ძალის სტატისტიკა გამოაქვეყნა. მის მიხედვით, თურქეთში უმუშევართა რაოდენობა აპრილში წინა თვესთან შედარებით 18 ათასი ადამიანით შემცირდა და 3 მილიონ 42 ათასი შეადგინა.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები