აქტუალური თემის ანალიზი 30 – 2024

არჩევნები აშშ-ში

2167785
აქტუალური თემის ანალიზი 30 – 2024

აქტუალური თემის ანალიზი 30 – 2024

აქტუალური თემის ანალიზი 30 – 2024

არჩევნები აშშ-ში

SETA-ს საგარეო პოლიტიკის მკვლევრი, ჯან აჯუნი

ამერიკის შეერთებულ შტატებში საარჩევნო პროცესი უკვე ძალიან ახლოსაა. მოახლოებული არჩევნებით ქვეყნის მე-60 პრეზიდენტი გამოვლინდება. თუმცა, ის მოვლენები, რომლებმაც დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის შემდეგ აიძულა ბაიდენი დაეტოვებინა საარჩევნო მარათონი, აჩვენებს რომ საარჩევნო პროცესი ჩვეულებრივად არ წარიმართება. დემოკრატების ლიდერები ტრამპის წინააღმდეგ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის კანდიდატურას ამზადებიან. ამ თემაზე გთავაზობთ პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის SETA-ს საგარეო პოლიტიკის მკვლევრის, ჯან აჯუნის სტატიას, რომელშიც იგი წერს: 

აშშ ემზადება ახალი პრეზიდენტის ასარჩევად. საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყანაში წარმომადგენელთა პალატის, სენატის და სხვადასხვა შტატისა და ადგილობრივი დონის არჩევნებთან ერთად 2024 წლის 5 ნოემბერს ჩატარდება. რესპუბლიკელების კანდიდატის ვინაობა დიდი ხანია ცნობილია და ის არის დონალდ ტრამპი, მაგრამ დემოკრატებს შორის გაურკვევლობა კვლავ გრძელდება. პარტიის ლიდერებმა და აშშ-ს ისტებლიშმენტმა ზეწოლა მოახდინეს ბაიდენზე და საბოლოოდ აიძულეს ის კანდიდატურა მოეხსნა. ამ დროისთვის, როგორც ჩანს, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ბაიდენის ნაცვლად ტრამპის წინააღმდეგ კანდიდატად წარადგინონ ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი. კამალა ჰარისი გახდება დემოკრატების ოფიციალური კანდიდატი, თუ დელეგატებისგან საკმარის ხმებს მიიღებს დემოკრატების ეროვნულ კონგრესზე. ამრიგად, აშშ-ის მე-60 პრეზიდენტი ამ ორი კანდიდატიდან ერთ-ერთი იქნება. რა თქმა უნდა, თუ არ მოკლავენ.

დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა

აშშ-ში დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაზე გამოხმაურებები გრძელდება. გაირკვა, რომ თავდასხმა 20 წლის ახალგაზრდამ, სახელად თომას მეთიუ კრუკსმა განახორციელა და ტრამპი, რომელიც ზოგის აზრით შემთხვევით, ზოგის აზრით კი ღვთის ჩარევით გადარჩა, საბოლოოდ მისი ამომრჩევლის თვალში გმირი გახდა. რა თქმა უნდა, ისიც შეიძლება ითქვას, რომ ინციდენტის დროს მისი მოქმედებაც ეფექტური იყო.

აშშ-ს საზოგადოება დიდი ხანია პოლარიზებულია. დემოკრატებად და რესპუბლიკელებად დაყოფილი მასები რეალურად ებრძვიან ერთმანეთს გარკვეული ღირებულებების გარშემო. კონსერვატიული ღირებულებები, რომლებიც თავს იჩენს როგორც ტრამპიზმი, არის ჯგუფი, რომელიც პირველ ადგილზე აყენებს ამერიკას, ფოკუსირებულია ოჯახზე, ეწინააღმდეგება აბორტს და ლიბერალურ ღირებულებებს და განსაკუთრებით შორს არის ჰომოსექსუალიზმისგან და ეს ჯგუფი, რა თქმა უნდა, სერიოზულად ეწინააღმდეგება ემიგრანტებს და ლტოლვილებს და ხედავს მათ როგორც საფრთხეს შეერთებული შტატების მომავლისთვის.   მეორე ჯგუფი ლიბერალები, რომლებიც დემოკრატებად გვევლინებიან, ემიგრანტებსა და ლტოლვილებს პრობლემად არ აღიქვამენ და ჰომოსექსუალობას ცხოვრების ახალ წესად თვლიან. ორივე მხარე მტრულად არის განწყობილი ერთმანეთის მიმართ. ტრამპის წინააღმდეგ მკვლელობის მცდელობა, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო გააღრმავებს ამ სიტუაციას.

თუმცა, სხვა რეალური საფრთხე არის აშშ-ს ისტებლიშმენტი და ტრამპის ბრძოლა მათთან. პოლიტიკიდან და ბიუროკრატიიდან დაწყებული მედიით დამთავრებული, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ტრამპი ებრძვის დამკვიდრებულ წესრიგს და რომ თუ ის კვლავ პრეზიდენტი გახდება, შეეცდება ამ ჯგუფების ლიკვიდაციას. ბუნებრივია, ეს ჯგუფებიც ტრამპს დიდ საფრთხედ აღიქვამენ და ცდილობენ ხელი შეუშალონ მას გახდეს პრეზიდენტი. კამალას ნაბიჯიც არ არის დამოუკიდებელი ამ ჯგუფებისგან. მაგრამ საბოლოო სიტყვას ამერიკელი ხალხი იტყვის. - წერს პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის SETA-ს საგარეო პოლიტიკის მკვლევარი, ჯან აჯუნი.



მსგავსი ინფორმაციები