თურქული პრესა 14.03.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2115170
თურქული პრესა 14.03.2024

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Haber Türk“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ გაკეთებულ განცხადებაში თქვა: „სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ უბედურების გამოწვევის მიზნით იქნა ჩამოყალიბებული, რომლითაც ცდილობდნენ გაეგრძელებინათ ჩაგვრის სისტემა. ბოლო 21 წლის განმავლობაში ჩვენს მიერ განხორციელებული პოლიტიკით, ეს მზაკვრული თამაში ერთად ჩავაშალეთ.“

გაზეთი „Hürriyet“-ი ონჯუ ქეჩელის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ონჯუ ქეჩელმა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის ჰაქან ფიდანის აშშ-ში ვიზიტის დროს, ვაშინგტონს ტერორიზმთან ბრძოლასთან დაკავშირებით მკაფიო გზავნილები მიეცა.

„შავ ზღვაში 3 მნიშვნელოვანი ლოკაცია გამოვლინდა“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Sabah“-ში და მასში ვკითხულობთ: ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალფარსლან ბაირაქტარმა განაცხადა, რომ წელს ენერგეტიკის სფეროში ახალი აღმოჩენებია მოსალოდნელი და თქვა: „2024 წელს შავი ზღვის 3 ძალიან მნიშვნელოვან ლოკაციაზე ჩავატარებთ კვლევას“.

გაზეთი „Star“-ი იუწყება, რომ თურქეთის პირველი ატომური ელექტროსადგურის პროექტი აქქუიუ (Akkuyu), რომლის მშენებლობასაც ახორციელებს, რუსეთის სახელმწიფო ბირთვული კომპანია, Rosatom-ი, სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO) მხრიდან დამტკიცებულ იქნა.

გაზეთი „Vatan“-ი წერს, რომ პრეზიდენტის თავდაცვის ინდუსტრიის თავჯდომარემ ჰალუქ გორგუნმა განაცხადა, რომ თურქეთი, რომელიც მე-12 ადგილზე იყო 2018-2022 წლებში გლობალური იარაღის ძირითადი ექსპორტის 1,1 პროცენტით, 2019-2023 წლებში ეს მაჩვენებელი 1,6 პროცენტამდე გაზარდა და მე-11 ადგილზე ავიდა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები