თურქული პრესა 26.02.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2107234
თურქული პრესა 26.02.2024

თურქული პრესა 26.02.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Vatan "ერდოღანი: თურქეთი თავდაცვის ინდუსტრიაში ეპოსს ქმნის"

პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთმა ეპოსი შექმნა თავდაცვის მრეწველობის სფეროში და თქვა: "ჩვენ შარშან ექსპლუატაციაში ჩავუშვით (საბრძოლო გემი) TCG Anadolu. ჩვენ ვართ ერთ-ერთი ტოპ 3 ქვეყანას შორის უპილოტო საფრენი აპარატებით, უპილოტო საფრენი შეიარაღებული აპარატებით. ჩვენმა ეროვნულმა საბრძოლო თვითმფრინავმა KAAN-მა წარმატებით განახორციელა მისი პირველი გაფრენა“.

Yenişafak: "ახალი ძალა TİHA-ს ოჯახისთვის"

Bayraktar AKINCI C-მ წარმატებით დაასრულა პირველი ფრენის ტესტი. ამგვარად, Bayraktar AKINCI TİHA-ს მესამე ვარიანტი ცაში 2x850 HP სიმძლავრით აფრინდა. AKINCI C იქნება ყველაზე ეფექტური და ქმედუნარიანი საბრძოლო პლატფორმა თავის კლასში იმ ძალით, რაც გააჩნია.

Star: "ალიევი: თქვენ ხართ აზერბაიჯანელი ხალხის ნამდვილი მეგობარი"

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა პრეზიდენტ ერდოღანის დაბადების დღის მისალოც გზავნილში თქვა: „თქვენ ხართ აზერბაიჯანელი ხალხის ნამდვილი მეგობარი. თქვენს მტკიცე და მკაფიო პოზიციას და ურყევ მხარდაჭერას, რომელსაც ყოველთვის იჩენდით აზერბაიჯანის სამართლიან საკითხთან დაკავშირებით, მადლიერებით აღნიშნავს ჩვენი ხალხი“.

Hürriyet: "ოსმალეთის სახელმწიფოს შესახებ რეკომენდაცია ისრაელელი ანთროპოლოგისგან"

ისრაელელმა ანთროპოლოგმა ჯეფ ჰალპერმა რეკომენდაცია გაუკეთა ოსმალეთის სისტემას ისრაელის ოკუპაციის წინააღმდეგ. "როგორც პალესტინელებისთვის, ასევე ჩემნაირი ისრაელელებისთვის მე ვოცნებობ ოსმალეთის სახელმწიფოს მსგავს სისტემაზე. ადამიანებს ყველგან შეეძლოთ მოგზაურობა. ისინი თავისუფალნი იყვნენ. ეს შეიძლება კიდევ ერთხელ განმეორდეს ახლო აღმოსავლეთში 100 წლის მერე". - თქვა ჰალპერმა.

Sabah "მსოფლიოს "გემოს დედაქალაქების" ტოპ ათეულში თურქეთიდან ასევე ეს ქალაქი შევიდა "

Tasteatlas-ის მონაცემთა ბაზის 16.601 ქალაქს შორის შეირჩა ქალაქები, სადაც ყველაზე „გემრიელი“ საკვებია. ყველაზე ხშირად მოხმარებულ რეგიონალური და ეროვნული კერძების კუთხით საუკეთესო საშუალო რეიტინგი განისაზღვრა და ტოპ ათეულში თურქეთიდან გაზიანთეპი შევიდა.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები