თურქული პრესა 19.02.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2103980
თურქული პრესა 19.02.2024

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Vatan“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: ტერორიზმთან ბრძოლა მტკიცედ გრძელდება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვრებს მიღმა. ეროვნული თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ოპერაცია „კლანჭი-ბლოკირების“ რეგიონში კიდევ 8 ტერორისტი იქნა განეიტრალებული.

გაზეთი „Sabah“-ი პუტინის თურქეთის შესახებ გაკეთებულ განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მკაცრად გააკრიტიკა ევროპა და თქვა: „ისინი ყოველთვის ამბობდნენ, რომ რუსეთი არ აძლევს ენერგორესურსებს და ზღუდავს მათ. ჩვენ არაფერს ვზღუდავთ, ჩვენ ყველაფერს ვაძლევთ. ენერგორესურსებთან დაკავშირებით ყველაზე სანდო პარტნიორები არიან თურქები. აქედან ხდება გადაზიდვები, „თურქული ნაკადის“ საშუალებით“.

გაზეთი „Hürriyet“-ი იუწყება, რომ მრეწველობისა და ტექნოლოგიების მინისტრი მეჰმედ ფათიჰ ქაჯირი გუშინ სტამბულში საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრს ხალიდ ალ-ფალიჰს შეხვდა. მინისტრმა ქაჯირმა სოციალურ ქსელში თავის განცხადებაში განაცხადა, რომ განიხილეს ის ნაბიჯები, რომლებიც ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს.

„თურქეთის საჰაერო სივრცის მონიტორინგი ადგილობრივი და ეროვნული საშუალებებით მოხდება“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Star“-ში და მასში ვკითხულობთ: ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აბდულქადირ ურალოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთის პირველი ადგილობრივი და ეროვნული სამოქალაქო სამეთვალყურეო რადარი, რომელიც თურქი ინჟინრების მიერ იქნა შემუშავებული, წარმატებით იქნა მიღებული და მზადაა გაზიანთეფის აეროპორტში მომსახურებისთვის.

გაზეთი „Haber Türk“-ი წერს, რომ კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა მეჰმედ ნური ერსოიმ აღნიშნა, რომ ტურიზმში ბარი დღითიდღე მატულობს. მინისტრმა განაცხადა, რომ ისინი მიზნად ისახავს 100 მილიარდი დოლარის შემოსავალს 2028 წელს. ტურისტების რაოდენობით კი მსოფლიოს სამეულში მოხვედრა აქვთ მიზნად დასახული.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები