თურქული პრესა 14.02.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2102328
თურქული პრესა 14.02.2024

თურქული პრესა 14.02.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Hürriyet: "ერდოღანი: ისრაელმა უნდა აღიაროს დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს არსებობა"

დუბაიში გამართულ მსოფლიო მთავრობების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა: "ისრაელმა უნდა აღიაროს დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს არსებობა. ჩვენ არასოდეს დავტოვებთ ჩვენს პალესტინელ ძმებს გამოუვალ მდგომარეობაში და მარტო. ჩვენ მზად ვართ ვიყოთ გარანტი მშვიდობისთვის“.

Yenişafak: "საუდის არაბეთის 120 გიგანტური კომპანია თურქეთში ჩამოდის"

120-ზე მეტი საუდის არაბეთის კომპანიის წარმომადგენელი სტამბოლში ჩადის თურქულ კომპანიებთან კონტაქტების დასამყარებლად. კომპანიები მოიძიებენ საინვესტიციო შესაძლებლობებს ბევრ სფეროში, ენერგეტიკიდან საბანკო საქმემდე და თავდაცვიდან ავიაციამდე.

Sabah "სტამბოლმა მწვერვალს მიაღწია "

თურქეთის სოფლის მეურნეობის ექსპორტი იანვარში წლიურ ბაზაზე 9,3 პროცენტით გაიზარდა და 3,1 მილიარდ დოლარს მიაღწია. სტამბოლმა, რომელიც იანვარში 772,3 მილიონი დოლარის ღირებულების სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტით პირველი ადგილზეა, თურქეთის მთლიანი სოფლის მეურნეობის ექსპორტის 24,7 პროცენტი განახორციელა“.

Habertürk: "სტამბოლმა ტურიზმში რეკორდი მოხსნა"

სტამბოლმა, მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე მონახულებადმა ქალაქმა, 2023 წელს 17 მილიონ 370 ათას 30 უცხოელ ვიზიტორს უმასპინძლა და ყველა დროის რეკორდი მოხსნა.

Star "ბრიტანული პრესა წერს: თურქეთი საფრანგეთსაც კი გაუსწრებს"

ბრიტანულმა გაზეთმა Telegraph-მა საინფორმაციო სტატიაში, სათაურით "რატომ არის ეს წელი თურქეთში დასვენების წელი?" მკითხველს თურქეთში დასვენება შესთავაზა. სტატიაში ნათქვამია: „მსოფლიოს ეს მზარდი მიმზიდველი კუთხე 2024 წელს საფრანგეთსაც კი გაუსწრებს, რომელიც ესპანეთის შემდეგ მეორე ყველაზე მონახულებადი ქვეყანაა“.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები