თურქული პრესა 05.02.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2097416
თურქული პრესა 05.02.2024

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Hürriyet“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: გაზიანთეფის საქალაქო საავადმყოფოსა და დამაკავშირებელი გზების გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა: „ჩვენ არ დავისვენებთ მანამ, სანამ მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ ჩვენს ქალაქებს, მათი ინფრასტრუქტურით, ზედნაშენით, ცენტრებითა და სოფლებით ხელახლა არ აღვადგენთ“.

„პირველი განცხადება ცენტრალური ბანკის პრეზიდენტისგან“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Sabah“-ში და მასში ვკითხულობთ: ცენტრალური ბანკის პრეზიდენტად დანიშნულმა ფათიჰ ქარაჰანმა თავის პირველ განცხადებაში ინფლაციას შეეხო. ქარაჰანმა თქვა: „ჩვენ გადაწყვეტილი ვართ შევინარჩუნოთ საჭირო მონეტარული სიმკაცრე, სანამ ინფლაცია არ დაეცემა ჩვენს მიზნებთან შესაბამის დონემდე“.

გაზეთ „Haber Türk“-ის ეკონომიკური მიმომხილველი, ვაჭრობის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, რომ მიმდინარე წლის იანვარში 45 პროვინციამ გაზარდა ექსპორტი. ამავე ინფორმაციით, ამ სფეროში სტამბოლი, 4 მილიარდ 330 მილიონი დოლარის ექსპორტით პირველია.

გაზეთ „Star“-ის მიხედვით, ოქროთი და მინერალებით მდიდარი ტაჯიკეთის ელჩმა ანკარაში, აშრაფჯონ გულოვმა შესანიშნავი პარტნიორობის შეთავაზება გააკეთა. გულოვმა თქვა: „ტაჯიკეთის მიზანია შექმნას ერთობლივი საწარმოები მეგობარ ქვეყანასთან თურქეთთან, განსაკუთრებით ოქროს, ალუმინის და სხვა მინერალების მოპოვებისა და ბამბის გადამუშავების სფეროებში“.

გაზეთი „Vatan“-ი წერს, რომ თურქეთის პირველმა ასტრონავტმა ალფერ გეზერავჯიმ სოციალურ ქსელში პოსტი გააზიარა მას შემდეგ, რაც დედამიწაზე მისი დაბრუნება კიდევ ერთხელ გადაიდო. გეზერავჯიმ თქვა: „მოუთმენლად ველი ჩემს ქვეყანაში დაბრუნებას, რათა დავამატოთ ღირებულება იმ ნაბიჯებს, რომლებიც ჩვენმა ქვეყანამ გადადგა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში იმ გამოცდილებით, რაც მე მივიღე ამ უნიკალური მოგზაურობისას“.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები