თურქული პრესა 02.02.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2096627
თურქული პრესა 02.02.2024

თურქული პრესა 02.02.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Hürriyet: „მინისტრ ფიდანის კრიტიკული სატელეფონო საუბრები“

საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი გუშინ ტელეფონით ესაუბრა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ტობიას ბილსტრომს და თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრს რაშიდ მერედოვს. ბილსტრომთან საუბრისას ფიდანმა განიხილა შვედეთის ნატოში გაწევრიანების პროცესი, თურქეთ-შვედეთი-ფინეთის მუდმივი ერთობლივი მექანიზმის შემდგომი შეხვედრებისთვის მზადება და თურქეთი-ევროკავშირის ურთიერთობები. ფიდანმა მერედოვთან საუბრისას კი განიხილა ორმხრივი ურთიერთობები ენერგეტიკისა და სამოქალაქო ავიაციის თაოსნობით და მრავალმხრივ პლატფორმებზე თანამშრომლობის შესაძლებლობები.

Haber Türk: „გასულ კვირაში 63 ტერორისტი იქნა განეიტრალებული“

ეროვნული თავდაცვის სამინისტროს პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის მრჩეველმა კონტრადმირალმა ზექი აქთურქმა განაცხადა, რომ ბოლო კვირაში ერაყსა და სირიის ჩრდილოეთით 63 ტერორისტი იქნა განეიტრალებული.

Yeni Şafak: „ენერგეტიკული სამყაროს გული სტამბოლში სცემს“

საერთაშორისო ენერგეტიკული ეკონომიკის ასოციაციის 45-ე კონფერენცია სტამბოლში გაიმართება, რომელსაც თურქეთი უმასპინძლოებს. თურქეთის ენერგეტიკული ეკონომიკის ასოციაციის კოორდინაციით ივნისში გასამართ ღონისძიებაზე ამ დრომდე 500-ზე მეტი განაცხადია შემოსული 68 ქვეყნიდან.

Sabah: „ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა თრცბ-სა და ესპანეთის ცენტრალურ ბანკს შორის“

თურქეთის რესპუბლიკის ცენტრალურ ბანკსა და ესპანეთის ცენტრალურ ბანკს შორის, ცენტრალური ბანკის საკითხებში თანამშრომლობის განვითარებისთვის საძირკველის ჩასაყრელად ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს.

Star: „ზედიზედ სამი რეკორდი მოიხსნა“

ანკარაში ფინეთის საელჩოს კომერციულ საკითხებში მრჩეველმა, ჯონა სელინმა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთსა და ფინეთს შორის ვაჭრობაში ზედიზედ მესამე რეკორდული წელია და ორი ქვეყანა მიმდინარე წელს 3 მილიარდი ევროს ვაჭრობის მოცულობის მიღწევის გზაზეა.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები