თურქული პრესა 31.01.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2095536
თურქული პრესა 31.01.2024

თურქული პრესა 31.01.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Sabah: "მონტრეს კონვენციის შესახებ ფიდანის განცხადება"

საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა განაცხადა, რომ მათი მთავარი პრიორიტეტია შავ ზღვაში მშვიდობის შენარჩუნება და ისეთი ქმედებების თავიდან აცილება, რომლებიც მას საფრთხეს შეუქმნის. ფიდანმა თქვა, რომ ისინი გააგრძელებენ მონტრეს სრუტის კონვენციის ზედმიწევნით შესრულებას და დაამატა: „ამ საკითხის განხილვა კი არა, გონებაში გავლებაზეც კი არ შეიძლება საუბარი“.

Yenişafak: "28 ათასზე მეტი ოპერაცია ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ ერთ წელიწადში"

შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი იერლიკაიამ განაცხადა, რომ 2023 წელს ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ 28 ათას 315 ოპერაცია განხორციელდა და 923 ტერორისტი იქნა განეიტრალებული.

Star: "Bayraktar TB2-ის შესახებ შეთავაზება ევროპული ქვეყნიდან თურქეთს"

საგარეო საქმეთა მინისტრის ფიდანის რუმინეთში ვიზიტამდე მნიშვნელოვანი განცხადება გაკეთდა თურქეთის ტექნოლოგიური საოცრება Bayraktar TB2 SİHA -ის შესახებ. თურქეთის ელჩმა ბუქარესტში ოზგურ ქივანჩ ალთანმა თქვა: "2023 წელს რუმინეთმა შეიძინა 18 ჩვენი შეიარაღებული უპილოტო საფრენი აპარატი Bayraktar TB2. რუმინეთს აქვს თხოვნა ამ პროდუქციის ერთობლივი წარმოებისთვის“.

Habertürk: "თურქეთმა გასულ წელს 70 ქვეყანაში ექსპორტის რეკორდი მოხსნა"

გასულ წელს თურქეთმა 240-ზე მეტ ქვეყანაში და საბაჟო რეგიონში 12 ათას 886 პროდუქტი გაყიდა და ამ ქვეყნებიდან 70-ში ისტორიაში ყველაზე მაღალი ექსპორტი განხორციელდა“.

Hürriyet: "სამი ჯილდო ერთად THY-ს"

დუბლინში გამართულ Airline Economics Aviation 100-ის დაჯილდოების ცერემონიაზე თურქეთის ავიახაზებმა მიიღო "წლის გარიგების (გლობალური), "JOLCO წლის დაფინანსების" და "წლის დაზღვევის გარანტირებული დაფინანსების" ჯილდოები.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები