თურქული პრესა 29.01.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2094556
თურქული პრესა 29.01.2024

თურქული პრესა 29.01.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Yeni Şafak: „საგარეო საქმეთა სამინისტრო: ჩვენ შეშფოთებულები ვართ ზოგიერთი ქვეყნის მიერ UNRWA-სთვის დახმარების შეჩერებით“

საგარეო საქმეთა სამინისტროს გუშინდელ განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი შეშფოთებულნი არიან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ახლო აღმოსავლეთში მყოფი პალესტინელ ლტოლვილთა დახმარებისა და სამუშაოების სააგენტოთვის (UNRWA) დახმარების შეჩერებით. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ UNRWA-სთვის დახმარების შეწყვეტა ამ ორგანიზაციის რამდენიმე წევრის მიმართ ბრალდებების გამო ზიანს აყენებს "პირველ რიგში პალესტინელებს".

Hürriyet: მინისტრი ქაჯირი: ''მუშაობა გრძელდება თურქეთის სამეცნიერო კვლევის ბაზისთვის''

მრეწველობისა და ტექნოლოგიების მინისტრმა მეჰმეთ ფათიჰ ქაჯირმა განაცხადა, რომ მეცნიერები და მკვლევარები გუშინ სტამბოლიდან გაემგზავრნენ ანტარქტიდის მე-8 ეროვნულ სამეცნიერო ექსპედიციაში მონაწილეობის მისაღებად. ქაჯირმა განაცხადა, რომ რეგიონში გრძელდება მუშაობა ანტარქტიდაში თურქეთის სამეცნიერო კვლევითი ბაზის შესაქმნელად.

Star: „მე-3 პირდაპირი ჩართვა კოსმოსიდან“

თურქეთის პირველმა ასტრონავტმა ალპერ გეზერავჯიმ, პრეზიდენტ ერდოღანისა და მინისტრ ქაჯირის შემდეგ, პირველი პირდაპირი ჩართვა განახორციელა სამსუნის უნივერსიტეტის სტუდენტებთან და მეცნიერებთან. მონაწილეებს გეზერავჯიმ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ჩატარებული ექსპერიმენტების შესახებ  მიაწოდა ინფორმაცია.

Sabah: „ BARKAN-ის 1000 კილომეტრიანი წარმატება“

თურქეთის თავდაცვის მრეწველობის ბაზაზე უპილოტო სახმელეთო მანქანა BARKAN-მა უკან ჩამოიტოვა 1000 კილომეტრი თოვლიან და ტალახიან მინდვრებსა და რთულ რელიეფებზე. თავისი მახასიათებლებით BARKAN-ი არა მხოლოდ აღმოფხვრის ასიმეტრიულ საფრთხეებს უსაფრთხოების ძალების წინააღმდეგ, არამედ იძლევა გაფართოების საშუალებას რთულ რელიეფზე და ცუდი ამინდის პირობებში.

Haber Türk: „მესიჯი არდა გიულერისგან ,გაგრძელება იქნება,"

ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა არდა გიულერმა, რომელსაც მადრიდის "რეალის" მაისური გადაეცა ესპანეთის პირველ საფეხბურთო ლიგაში (ლა ლიგაში), მასში პირველად ითამაშა. არდა გიულერმა გააკეთა გზავნილი: "გაგრძელება იქნება".


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები