თურქული პრესა 26.12.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2080698
თურქული პრესა 26.12.2023

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ, „Haber Türk“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბოლის საბიჰა გოქჩენის აეროპორტის მეორე ასაფრენი ბილიკის გახსნის ცერემონიაზე განცხადება გააკეთა. პრეზიდენტმა ერდოღანმა თქვა: „ჩვენს ახალ ასაფრენ ბილიკს გამოვიყენებთ დასაფრენად და ძველ ასაფრენ ბილიკს ასაფრენად. გამოყენების მოცულობა გაორმაგდება. ახალი ასაფრენი ბილიკით, ყოველწლიურად 85 მილიონზე მეტი მგზავრის მასპინძლობის შესაძლებლობა იქნება.“

გაზეთი „Hürriyet“-ი პრეზიდენტ ერდოღანის ანტიტერორისტულ ოპერაციასთან დაკავშირებით შეფასებებს უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: პრეზიდენტმა ერდოღანმა მკაფიო გზავნილი მისცა მათ, ვისაც სურს შეაჩეროს თურქეთის წინსვლა ტერორიზმით. „სასარგებლოდ მიმაჩნია ამ გაფრთხილების მიცემა მათთვის, ვინც ტერორიზმით ცდილობს ჩვენს შეჩერებას. თქვენ ყველაფერი სცადეთ 21 წლის განმავლობაში, მაგრამ ვერ შეაფერხეთ ჩვენი დალოცვილი მოგზაურობა. თქვენ ვერ შეაფერხებთ ‘თურქული საუკუნის’ მშენებლობას“, განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.

„მძიმე დარტყმა ტერორისტულ ორგანიზაციას“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Sabah“-ში და მასში ვკითხულობთ: ტერორიზმთან ბრძოლა მტკიცედ გრძელდება. თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ტერორისტების ელემენტები საჰაერო და სახმელეთო ბლოკადაში მოაქცია. სირიასა და ერაყში განხორციელებული საჰაერო და სახმელეთო ოპერაციების შედეგად, სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია, PKK-ს 56 ტერორისტი განეიტრალდა.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი იუწყება, რომ თურქეთში 308 არასამთავრობო ორგანიზაცია მოწამეთა და ღაზას უპრეცედენტო აქციისთვის ემზადება. ამ ისტორიულ აქციაში ათასობით ადამიანი 2024 წლის 1 იანვარს დილით შეხვდება გალათას ხიდზე სტამბოლში.

გაზეთი „Hürriyet“-ი წერს, რომ მას შემდეგ, რაც თურქეთი ხდება წამყვანი ქვეყანა სათამაშო სამყაროში, თურქული კომპანიების წარმატებაზე კვლავ საუბრობენ. Royal Match-ის, მობილური თამაში, რომელიც შემუშავებულია სტამბოლში დაფუძნებული Dream Games-ის მიერ, გახდა ყველაზე მაღალშემოსავლიანი თამაში.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები