თურქული პრესა 29.11.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2070149
თურქული პრესა 29.11.2023

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Star“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გუშინ გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს ტელეფონით ესაუბრა. პრეზიდენტის პრესცენტრის განცხადებით, სატელეფონო საუბრის დროს განიხილეს საერთაშორისო თანამეგობრობის მოლოდინები ისრაელის უკანონო თავდასხმების მიმართ, წინადადებები ჰუმანიტარული კრიზისის გადაჭრის თაობაზე და გრძელვადიანი სამშვიდობო გეგმისკენ მიმართული ძალისხმევა.

„ჰაქან ფიდანი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს შეხვდა“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Hürriyet“-ში და მასში ვკითხულობთ: საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი ბრიუსელში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს შეხვდა. ბლინკენმა შეხვედრის დროს განაცხადა: „მადლობელი ვარ თურქეთთან ჩვენი თანამშრომლობისთვის, რომელიც ნატოს მნიშვნელოვან, ძალიან ღირებულ მოკავშირეს წარმოადგენს“.

გაზეთი „Sabah“-ი იუწყება, რომ დიპლომატიური წყაროებიდან მიღებული ინფორმაციით, ღაზის რეგიონში ჩავიდა ტექნიკური კომიტეტი, რომელიც თურქეთის მიერ დაგეგმილი „საველე ჰოსპიტალის“ მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკურ საკითხებს გაეცნო. დელეგაციის დასკვნებიდან გამომდინარე, ჰოსპიტალის ამოქმედება უმოკლეს დროში იგეგმება.

გაზეთ „Vatan“-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით, „მეშვიდე ჯილდო საბიჰა გოქჩენის აეროპორტს“ და მასში ვკითხულობთ: საავიაციო წარმატების დაჯილდოების ორგანიზაცია „Bluesky Awards 2023“-მა, რომელიც წელს მესამედ გაიმართა, გამარჯვებულები გამოვლინდა. თურქეთის სიდიდით მეორე აეროპორტი, სტამბოლი საბიჰა გოქჩენი, Bluesky Awards-ის მიერ წელს მეორედ იქნა არჩეული „წლის ციფრულ აეროპორტად“.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი წერს, რომ თურქეთი და დიდი ბრიტანეთი ემზადებიან მოლაპარაკებებისთვის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფართოებისა და განახლების მიზნით. ხაზგასმულია, რომ მოქმედი შეთანხმება მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის პირველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომელიც ხელმოწერილია სხვადასხვა ქვეყნებთან დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები