თურქული პრესა 20.11.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2066172
თურქული პრესა 20.11.2023

თურქული პრესა 20.11.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Star: "ღაზიდან ევაკუირებული თურქეთის 42 მოქალაქე თურქეთში ჩამოიყვანეს"

თურქეთის 42 მოქალაქე, რომლებიც საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალისხმევით რაფაჰის სასაზღვრო კარიდან ეგვიპტეში ჩავიდნენ, კაიროდან სტამბოლში THY-ს თვითმფრინავით ჩამოიყვანეს.

Yenişafak: "მსოფლიოს ხალხები პალესტინის გვერდით დგანან"

ევროპიდან აზიამდე  მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით ისრაელის ყველაზე დიდ მხარდამჭერ აშშ-ში, სოციალირი ქსელებით ორგანიზებული ასიათასობით ადამიანი კვლავ გამოვიდა ქუჩებში პალესტინის მხარდასაჭერად. ევროპის ბევრ ქვეყანაში მოქალაქეებმა ისრაელის მხარდაჭერის დაუყოვნებლივ შეწყვეტის მოწოდებ გააკეთეს.

Sabah: "ის შეასრულებს აქტიურ როლს კრიტიკულ მისიებში"

უპილოტო საზღვაო აპარატების "გონებამ" SİDA-მ (შეიარაღებული უპილოტო საზღვაო აპარატი), წარმატებით ჩააბარა პირველი ტესტი კრიტიკულ მისიებში როლის შესასრულებლად მზადებისას. SİDA, რომელიც მალე შეუერთდება თურქეთის შეიარაღებული ძალების ინვენტარს; აქტიურ როლს შეასრულებს ისეთ მისიებში, როგორიცაა ბაზის დაცვა, ძებნა და გადარჩენა, დაზვერვა, მეთვალყურეობა, პატრულირება, ზღვის ზედა ომი და ნაღმების საწინააღმდეგო ზომები.

Habertürk "Telegraph-მა წარმოადგინა 4 წყნარი ქალაქი თურქეთის ეგეოსის სანაპიროზე"

ცნობილმა ბრიტანულმა გაზეთმა Telegraph-მა წარმოადგინა თურქეთის სანაპიროზე მდებარე 4 წყნარი ქალაქი. Telegraph-მა წარმოადგინა რეგიონები, რომლებიც შეიძლება იყოს ალტერნატივა პოპულარული დასასვენებელი ადგილებისთვის, როგორიცაა ბოდრუმი, მარმარისი და ჩეშმე და ესენია მუღლას ქოიჯეღიზის რაიონი, აქიაქა, რომელიც ურლას რაიონის ნაწილია და იზმირის ფოჩას და სეფერიჰისარის რაიონები.

Vatan: "ევროპის თვალი თურქეთისკენაა"

პანდემიის პერიოდში ტურიზმის სექტორში სამუშაო ძალის შეფერხების შემდეგ, ევროპულმა ქვეყნებმა ყურადღება მიაქციეს თურქეთს. ბიზნესები, რომლებიც სთავაზობენ მიმზიდველ შეთავაზებებს თურქეთის ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, იძლევა დასაქმების შესაძლებლობებს.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები