თურქული პრესა 06.11.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2060746
თურქული პრესა 06.11.2023

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Star“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა: „ჩვენი მოვალეობაა გადავარჩინოთ ჩვენი პალესტინელი ძმები ისრაელის ჩაგვრისგან და შევაჩეროთ ღაზაში ჩადენილი ხოცვა-ჟლეტა, რომელიც ხორციელდება მსოფლიოს თვალწინ. ჩვენ არასოდეს დავტოვებთ ჩვენს ძმებს ღაზაში მიტოვებულებს, უმწეოებსა და მარტოებს.“

გაზეთი „Yeni Şafak“-ი ფაჰრეთთინ ქოჯას განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ თქვა: „ჩვენ ვაგრძელებთ ძალისხმევას, რომ გამოვიყვანოთ დაახლოებით 1000 პაციენტი და დაშავებული, რომლებიც ადრე იყო მოხსენებული და საჭიროებენ სასწრაფო მკურნალობას, განსაკუთრებით კიბოთი დაავადებული პაციენტები, რომლებიც მკურნალობდნენ თურქეთ-პალესტინის მეგობრობის საავადმყოფოში ღაზაში, რაფაჰას სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით. შემდეგ იგეგმება სიმსივნით დაავადებულთა და გადაუდებელი მდგომარეობის მქონე პირთა გადმოყვანა ჩვენს ქვეყანაში სასწრაფო დახმარების თვითმფრინავებით და გემის ჰოსპიტალით.“

გაზეთი „Sabah“-ი კი ალი იერლიქაიას განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი იერლიქაიამ განაცხადა, რომ ტერორისტული ორგანიზაცია PKK-ს კუთვნილი კიდევ 21 გამოქვაბული და თავშესაფარი განადგურდა 8 პროვინციაში, ოპერაციის „გმირების“ ფარგლებში.

გაზეთი „Vatan“-ი იუწყება, რომ შეიარაღებულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა Bayraktar TB3-მა (SİHA), რომელსაც აქვს დასაკეცი ფრთის სტრუქტურა, წარმატებით დაასრულა 5 საათიანი მესამე საფრენი ტესტი. Bayraktar TB3-მა მიაღწია სიჩქარეს 130 კილომეტრ საათში.

გაზეთი „Haber Türk“-ი წერს, რომ კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა მეჰმედ ნური ერსოიმ განაცხადა, რომ წელს ანტალიაში ჩასულმა ტურისტების რაოდენობამ 15 მილიონს გადააჭარბა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები