თურქული პრესა 26.10.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2055955
თურქული პრესა 26.10.2023

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Sabah“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინდელ განცხადებაში დასძინა, რომ დასავლეთი ჰამასს ტერორისტულ ორგანიზაციად თვლის და ასე მიმართა ისრაელს და მსოფლიოს: „ო ისრაელო, შენ შეგიძლია იყო ორგანიზაცია, ეს დასავლეთი შენს დიდ ვალშია. მაგრამ, თურქეთს არაფრის ვალი არ აქვს. ჰამასი არ არის ტერორისტული ორგანიზაცია, ის არის განმათავისუფლებელი, მოჯაჰიდების ჯგუფი, რომელიც იბრძვის თავისი მიწებისა და მოქალაქეების დასაცავად“.

გაზეთი „Hürriyet“-ი ჰაქან ფიდანის, ღაზაში შესაძლო სახმელეთო ოპერაციასთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა გუშინ კატარში გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ისრაელის სახმელეთო ოპერაცია ღაზას წინააღმდეგ გადააქცევს ამ სისასტიკის სრულ ხოცვა-ჟლეტად.  

გაზეთი „Yeni Şafak“-ი ფაჰრეთთინ ალთუნის ისრაელისადმი მოწოდებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ფაჰრეთთინ ალთუნი მოუწოდებს ისრაელის ხელისუფლებას, შეწყვიტონ მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის იგნორირება და მიიღოს მკაცრი ზომები ჟურნალისტების დასაცავად.

გაზეთი „Haber Türk“-ი იუწყება, რომ ხმელთაშუა ზღვის ტურისტული სასტუმროების და ოპერატორების ასოციაციის პრეზიდენტმა ქაან კავალოღლუმ განაცხადა, რომ ანტალიაში ჩასულმა ტურისტების რაოდენობამ გუშინდელი მდგომარეობით 14,5 მილიონს გადააჭარბა. მისივე თქმით, ქალაქში ყველაზე მეტი უცხოელი ტურისტი რუსეთიდან, გერმანიიდან და ინგლისიდან ჩავიდა.

გაზეთი „Star“-ი წერს, რომ 1915 წლის ჩანაქკალეს ხიდი, რომელიც არის მსოფლიოში საუკეთესო საინჟინრო პროექტებს შორის და თურქეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ხიდებს შორის, მიენიჭა პირველი პრიზი კონკურსში „გლობალური საუკეთესო პროექტები“.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები