თურქული პრესა 13.10.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2050198
თურქული პრესა 13.10.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Yenişafak: "პალესტინის საკითხზე დიპლომატია პრეზიდენტ ერდოღანის მხრიდან"

თურქეთი აწარმოებს მრავალმხრივ დიპლომატიურ მოლაპარაკებებს, რათა შეწყდეს ისრაელ-პალესტინის დაძაბულობა, სანამ ის გავრცელდება რეგიონის სხვა ქვეყნებში და დაიწყოს მოლაპარაკებები მხარეებს შორის. ამ კონტექსტში, პრეზიდენტმა ერდოღანმა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის დაწყებიდან მოყოლებული საუბარი გამართა ბევრ ლიდერთან.

Hürriyet: "ისტორიული მოწოდება პარლამენტიდან"

თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისი (TBMM), რომელმაც გამართა სპეციალური სხდომა პალესტინა-ისრაელის კონფლიქტთან დაკავშირებით, „გმობს ყველა თავდასხმას ღაზაზე, რომლის სამიზნეც პირდაპირ მშვიდობიანი მოსახლეობაა და მოუწოდებს პალესტინასა და ისრაელს, დაიწყონ მოლაპარაკებები ორი სახელმწიფოს საფუძველზე სამართლიანი გადაწყვეტის მისაღწევად“.

Star: "შოლცი: პრეზიდენტ ერდოღანს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს"

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ისრაელსა და ჰამასს შორის დაძაბულობის შემცირებისა და შუამავლობის საკითხში.

Vatan: "ბოლო 4 თვეში 309 ტერორისტი განეიტრალდა"

შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი ერლიკაიამ განაცხადა, რომ ბოლო ოთხი თვის განმავლობაში განხორციელებული ოპერაციების შედეგად 309 ტერორისტი განეიტრალდა. დადგინდა, რომ განეიტრალებული ტერორისტიდან 25 სავარაუდოდ მაღალი რანგის იყო.

Sabah: "სტამბოლის აეროპორტი გახდა ყველაზე დატვირთული აეროპორტი ევროპაში"

სტამბოლის აეროპორტი გახდა ყველაზე დატვირთული აეროპორტი ევროპაში 2-დან 8 ოქტომბრის ჩათვლით დღეში საშუალოდ 1435 რეისით.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები