თურქული პრესა 12.10.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2049734
თურქული პრესა 12.10.2023

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Sabah“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მკაცრად გააკრიტიკა ისრაელი, რომელიც დღეების განმავლობაში ბომბავს ღაზას სექტორს და თქვა: „თავდასხმები ხორციელდება ქალაქის წყლის, ელექტროენერგიის, შესასვლელ-გასასვლელებზე,  მათ შორის ინფრასტრუქტურის ნაგებობებზე, მეჩეთებზე, ეკლესიებზე და შენობებზე, რომლებშიც მშვიდობიანი მოსახლეობა აფარებს თავს. ეს ომი კი არა, ხოცვა-ჟლეტაა. სამოქალაქო მოსახლეობის განზრახ მკვლელობა და ჰუმანიტარული დახმარების, მათ შორის მედიკამენტების ბლოკირება არ შეიძლება იყოს ნებისმიერი სახელმწიფოს მხრიდან დაბლოკილი, არამედ ამდაგვარი დამოკიდებულება ორგანიზაციის (ტერორისტული) რეფლექსია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თუ ისრაელი ისე მოიქცევა, როგორც ორგანიზაცია და არა სახელმწიფო, მას საბოლოოდ მოეპყრობიან როგორც ორგანიზაციას“.

„ერდოღანი: ჩვენ კიდევ უფრო გავაგრძელებთ ინტენსიურ საჰაერო ოპერაციებს“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Yeni Şafak“-ში და მასში ვკითხულობთ: ერაყისა და სირიის ჩრდილოეთით განხორციელებულ საჰაერო ოპერაციებთან დაკავშირებით პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა: „ჩვენ გავაგრძელებთ ინტენსიურ საჰაერო ოპერაციებს, რომლებსაც ვაწარმოებთ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, კიდევ უფრო გავზრდით მათ და ვაჩვენებთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში გავანადგურებთ ტერორისტული ორგანიზაციის წევრებს.“

გაზეთი „Star“-ი იუწყება, რომ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის გამო, ისრაელისკენ მიმავალმა საკრუიზო გემებმა მარშრუტების შეცვლა თურქეთის პორტებისკენ დაიწყეს.

გაზეთი „Hürriyet“-ი მეჰმედ ნური ერსოის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: შვეიცარიიდან პირველი ისტორიული ნივთების დაბრუნებასთან დაკავშირებით, კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა მეჰმედ ნური ერსოიმ თქვა: „ჩვენი არტეფაქტების 37 ცალი, მათ შორის რომაული პერიოდის ირმის ქანდაკება, ურარტული პერიოდის ჭურჭელი და აღკაზმულობა, უბრუნდებიან იმ მიწებს, რომელსაც ეკუთვნის“.

გაზეთი „Haber Türk“-ი წერს, რომ იუსტიციის სამინისტროს ახალი სისხლის სამართლის საინფორმაციო სისტემით, წელს 40 უცხო ენაზე 519 ათას 347 ნასამართლეობის მოწმობა გაიცა. სისხლის სამართლის ჩანაწერის ყველაზე მეტი დოკუმენტი მოთხოვნილია ინგლისურ, გერმანულ და ფრანგულ ენებზე.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები