თურქული პრესა 10.10.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2048535
თურქული პრესა 10.10.2023

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Hürriyet“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: ისრაელსა და ჰამასს შორის კონფლიქტებთან დაკავშირებით პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა: „სამართლიან მშვიდობას დამარცხებული არ ჰყავს“. ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი მზადაა ყველა სახის შუამავლებისთვის, მათ შორის პატიმრების გაცვლისთვის, თუ მხარეები ამას მოითხოვენ.

„ერდოღანი მშვიდობისთვის იბრძვის“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Star“-ში და მასში ვკითხულობთ: პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინიციატივებმა და განცხადებებმა, ისრაელსა და პალესტინას შორის დაძაბულობის შესამცირებლად, ფართო გამოხმაურება მოჰყვა საერთაშორისო პრესაში. მსოფლიო პრესაში ნათქვამია, რომ ერდოღანი დაძაბულობის განმუხტვის მიზნით შესაბამის ნაბიჯებს დგამს. ერდოღანის ნაბიჯები აღნიშნა, მისივე სიტყვებით: „პალესტინის სახელმწიფოს გადადება არ შეიძლება“.

გაზეთ „Sabah“-ში კი ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით, „ერდოღანის სატელეფონო დიპლომატია“ და მასში ვკითხულობთ: პრეზიდენტი ერდოღანი, ისრაელ-პალესტინის დაძაბულობის დასასრულებლად სატელეფონო დიპლომატიას აგრძელებს. ერდოღანმა ტელეფონით ცალ-ცალკე  ესაუბრა ისრაელის პრეზიდენტ იცხაკ ჰერცოგს და პალესტინის სახელმწიფო მეთაურ მაჰმუდ აბასს და მათ მოუწოდა კონფლიქტების შეწყვეტისა და სიმშვიდის რაც შეიძლება მალე დამყარებისკენ. ისრაელსა და პალესტინას შორის განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერდოღანმა ასევე სატელეფონო საუბარი გამართა ეგვიპტის პრეზიდენტ აბდულ-ფათაჰ ალ-სისისთან, ლიბანის პრემიერ-მინისტრ ნაჯიბ მიქატისთან, მალაიზიის პრემიერ-მინისტრთან  ანვარ იბრაჰიმთან და კატარის ემირთან შეიხი თამიმ ბინ ჰამედ ალ-თანისთან.

გაზეთი „Haber Türk“-ი პრეზიდენტ ერდოღანის ანტიტერორისტულ ოპერაციებთან გაკეთებულ განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ისინი არასოდეს დაუშვებენ საზღვრებზე ტერორისტული დერეფნის შექმნას. ერდოღანმა განაცხადა, რომ 1 ოქტომბრის შემდეგ ერაყისა და სირიის ჩრდილოეთით განხორციელებული ოპერაციების შედეგად სულ განადგურდა 194 სამიზნე და განეიტრალდა 162 ტერორისტი.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი წერს, რომ თურქეთმა ავღანეთში მომხდარი შოკისმომგვრელი მიწისძვრის შემდეგ,  რომლის დროსაც 2 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, დახმარების ხელი გაუწოდა. ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ საჭირო ჰუმანიტარული დახმარების მასალები და აღჭურვილობა სამხედრო სატვირთო თვითმფრინავით გაიგზავნა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები