თურქული პრესა 04.10.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2045871
თურქული პრესა 04.10.2023

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Sabah“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: ანკარაში ტერორისტული თავდასხმის მცდელობის გამო ტერორიზმთან ბრძოლაზე, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა: „ეს მკვლელები რომ არ განეიტრალებულიყვნენ და როგორმე გაქცეულიყვნენ საზღვარგარეთ, ისინი დაცულნი იქნებოდნენ როგორც პოლიტიკური დევნილები და მათ პატივს სცემდნენ ზოგიერთები. ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს ტკივილს. ახლა ჩვენ ველით უფრო კონკრეტულ ნაბიჯებს, დაგმობის გზავნილებთან ერთად, ჩვენი მეგობრებისგან, რომლებიც იზიარებენ ამ გზავნილს“.

გაზეთი „Haber Türk“-ი იაშარ გიულერის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: ეროვნული თავდაცვის მინისტრმა იაშარ გიულერმა თქვა: „მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ტერორისტული ორგანიზაცია დასრულდა, თურქეთის წინააღმდეგ საზღვრის მიღმა განხორციელებული თავდასხმები აღმოიფხვრა და ტერორის დერეფანი, რომელიც სურდათ ჩვენს საზღვრებზე დამყარებულიყო, ჩაიშალა.“

„გიგანტური პროექტი, რომელშიც თურქეთი სტრატეგიულ მდგომარეობაშია, ოფიციალურად დაიწყო“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Star“-ში და მასში ვკითხულობთ: ერაყის პრემიერ-მინისტრმა მუჰამედ შია ალ-სუდანიმ განაცხადა, რომ დაწყებულია განვითარების გზის პროექტი, რომელიც გაგრძელდება სპარსეთის ყურიდან თურქეთამდე.

გაზეთ „Yeni Şafak“-ში კი ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით, „ყარაბაღის ნაღმების გაწმენდა ხორციელდება ეროვნული წარმოების „OZAN“-ით და მასში ვკითხულობთ: თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიაში შემუშავებულ OZAN-ის ნაღმების დეტექტორებს აზერბაიჯანი ეფექტურად იყენებს ყარაბაღის გათავისუფლებული მიწების ნაღმებისგან გაწმენდისას.

გაზეთი „Hürriyet“-ი წერს, რომ მსოფლიოში ცნობილი ბრიტანელი მომღერალი ადელი ლას-ვეგასში კონცერტზე სცენაზე თურქი მოდის დიზაინერის რუფატ ისმაილის ხელმოწერით შეკერილ შავ კაბაში გამოჩნდა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები