თურქული პრესა 02.10.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2044758
თურქული პრესა 02.10.2023

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Yeni Şafak“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: გუშინ, ანკარაში განხორციელებულ ტერაქტთან დაკავშირებით პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა: „ნაძირალები, რომლებიც აპირებდნენ მოქალაქეთა მშვიდობისა და უსაფრთხოების დარღვევას, ვერ მიაღწიეს თავიანთ მიზნებს და ვერასდროს მიაღწევენ. გუშინდელი ფაქტი ტერორისტების ბოლო ქმედებებია.

„მსოფლიოს მხარდაჭერა თურქეთს“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Star“-ში და მასში ვკითხულობთ: ევროკავშირმა, შვედეთმა, იტალიამ, ეგვიპტემ, იორდანიამ, საუდის არაბეთმა, პაკისტანმა და კოსოვომ დაგმეს გუშინდელი ტერორისტული თავდასხმა ანკარაში და სოლიდარობა გამოუცხადეს თურქეთს.

გაზეთ „Sabah“-ში კი ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით, „საჰაერო ოპერაცია ერაყის ჩრდილოეთში“ და მასში ვკითხულობთ: ერაყის ჩრდილოეთში განხორციელებული საჰაერო ოპერაციის შედეგად ტერორისტული ორგანიზაცია PKK-ს კუთვნილი 20 სამიზნე განადგურდა. ოპერაციების დროს მრავალი ტერორისტიც განეიტრალდა.

გაზეთი „Haber Türk“-ი იუწყება, რომ პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთის დიდ ეროვნულ მეჯლისში საკანონმდებლო წლის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას, ახალ კონსტიტუციაზე გაამახვილა ყურადღება. ერდოღანმა თქვა: „ჩვენი მოვალეობაა შევქმნათ ახალი და სამოქალაქო კონსტიტუცია. ჩვენ ვიწვევთ ყველა პარტიას, დეპუტატს და სოციალურ სეგმენტს, შეუერთდნენ ჩვენს მოწოდებას ახალი კონსტიტუციის შესახებ“.

გაზეთი „Hürriyet“-ი წერს, რომ ვიცე-პრეზიდენტმა ჯევდეთ ილმაზმა შვედეთთან დაკავშირებით თქვა: „შვედეთმა უნდა გადადგას უფრო მკაცრი ნაბიჯები ტერორიზმთან ბრძოლაში, რათა მიიღოს ანკარას მხარდაჭერა ნატოს წევრობისთვის“. ამ განცხადების შემდეგ შვედური პრესა მკითხველის წინაშე წარსდგა სათაურით „თურქეთმა კიდევ ერთხელ გააფრთხილა შვედეთი“.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები