თურქული პრესა 28.09.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2043257
თურქული პრესა 28.09.2023

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Yeni Şafak“-ით, რომელშიც ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით, „პრეზიდენტი ერდოღანი: ყარაბაღი აზერბაიჯანია“ და მასში ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აზერბაიჯანის „ხსოვნის დღეს“ ყველა მოწამე გაიხსენა. ერდოღანმა თქვა: „მოწყალებით ვიხსენებ ყველა მოწამეს და ვეტერანს ხსოვნის დღეს, რომლებიც ყარაბაღისა და ოკუპირებული აზერბაიჯანული მიწების გათავისუფლებაში დაიღუპნენ და დაიჭრნენ, ყარაბაღი აზერბაიჯანია.“

გაზეთი „Sabah“-ი იუწყება, რომ თურქეთის ნავთობის კორპორაციის (TPAO) თავმჯდომარემ და გენერალურმა მენეჯერმა, მელიჰ ჰან ბილგინმა განაცხადა, რომ საქარიას გაზის საბადოზე სიმძლავრე თანდათან გაიზრდება და დაამატა: „დღეის მდგომარეობით, თურქეთი საქარიას გაზის საბადოდან დღეში დაახლოებით 4 მილიონ კუბურ მეტრ გაზს აწარმოებს. გაზის წარმოების თვალსაზრისით, მსგავსი შემთხვევა თურქეთის 88-წლიან ისტორიაში არ ყოფილა.“

„რუსლანა: თურქი ხალხის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Haber Türk“-ში და მასში ვკითხულობთ: უკრაინელმა მომღერალმა, კომპოზიტორმა და 2004 წლის ევროვიზიის გამარჯვებულმა რუსლანამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა და ხალხი მადლიერია თურქი ხალხის მხარდაჭერისთვის და დაამატა: „თურქეთის მიერ გაწეული ჰუმანიტარული დახმარება უკრაინაში ადამიანების სიცოცხლეს იხსნის“.

გაზეთი „Star“-ი წერს, რომ სამხრეთ კორეელმა ჯაზის შემსრულებელმა Gee Hye Lee-მ თქვა, რომ თურქები და სამხრეთ კორეელები ერთმანეთს ჰგვანან ისეთი მახასიათებლებით, როგორიცაა ოჯახისთვის მინიჭებული ღირებულება, კვების კულტურა, კეთილგანწყობა და ყურადღებიანობა, რის გამოც იგი გრძნობს, თუ რატომ მოიხსენიებენ თურქეთს მოძმე ქვეყნად.

გაზეთ „Hürriyet“-ში კი ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით, „ანტალიამ 8 თვეში 10 მილიონ 835 ათას ტურისტს უმასპინძლა“ და მასში ვკითხულობთ: კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს განცხადებით; ანტალიამ 8 თვეში სულ 10 მილიონ 835 ათას 204 ვიზიტორს უმასპინძლა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19,45 პროცენტით გაიზარდა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები