თურქული პრესა 27.09.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2042688
თურქული პრესა 27.09.2023

თურქული პრესა 27.09.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Hürriyet: „ერდოღანის გზავნილი ზანგეზურის დერეფანზე“

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აზერბაიჯანის ნახიჩევანის რეგიონში ვიზიტიდან დაბრუნების შემდეგ თვითმფრინავში გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ზანგეზურის დერეფანი უზრუნველყოფს თურქეთის პირდაპირ კავშირს აზერბაიჯანთან. ერდოღანმა განაცხადა, რომ „ამ დერეფნის ამოქმედება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია თურქეთისთვის და აზერბაიჯანისთვის, სტრატეგიული საკითხია და უნდა შესრულდეს“.

Vatan: „ერდოღანისა და ალიევის სამიტმა მსოფლიოში გამოხმაურება გამოიწვია“

პრეზიდენტი ერდოღანის ნახიჩევანში ვიზიტს მსოფლიო პრესა ყურადღებით ადევნებდა თვალყურს. აზერბაიჯანული მედია ხაზს უსვამს ერდოღანის მხარდაჭერას მათი ქვეყნისადმი, გერმანული მედია კი წერს, რომ ვიზიტს "სიმბოლური მნიშვნელობა" ჰქონდა. ბერძნული მედია აღნიშნავს, რომ თურქეთი კავკასიაში უფრო ძლიერია.

Sabah: „ნულოვანი ნარჩენების თაობაზე ნაბიჯი თურქეთის ეკონომიკაში“

გარემოს დაცვის, ურბანიზაციისა და კლიმატის ცვლილების სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ნულოვანი ნარჩენების პროექტით, რომელიც მომავალი თაობებისთვის სუფთა სამყაროს გადაცემის მიზნით 6 წლის წინ დაიწყო პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მეუღლის, ემინე ერდოღანის პატრონაჟით, დღემდე 45,5 მილიონი ტონა გადასამუშავებელი ნარჩენების შეგროვებით 96 მილიარდი ლირა ეკონომიკური მოგება იქნა მიღწეული.

Haber Türk: მინისტრი შიმშეკი: „თურქეთმა AIIB-დან 4 მილიარდი დოლარის დაფინანსება მიიღო“

ხაზინისა და ფინანსთა მინისტრი მეჰმედ შიმშექი ეგვიპტეში გამართულ აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ყოველწლიურ შეხვედრას დაესწრო. შეხვედრის შემდეგ შიმშექმა განცხადება გააკეთა და თქვა: „თურქეთი მეორე ქვეყანაა, რომელმაც ყველაზე მეტად ისარგებლა ამ შესაძლებლობით AIIB-დან 4 მილიარდი დოლარის დაფინანსებით“.

Star ბაირაქტარი: „მსოფლიოდან დიდი მოთხოვნაა“

TEKNOFEST-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, სელჩუკ ბაირაქტარმა, ხაზგასმით აღნიშნა Kızılelma-ს უპილოტო საბრძოლო თვითმფრინავის მნიშვნელობა და თქვა: „ეს არის ერთ-ერთი მსოფლიოში არსებული მაგალითებიდან. ჩვენ ამჟამად ვაგრძელებთ მის განვითარებას. იმედია, ის ხელმისაწვდომი იქნება ჩვენი ქვეყნის გამოყენებისთვის 2024 წელს. მსოფლიოდან დიდი მოთხოვნაა“.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები