თურქული პრესა 20.09.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2039634
თურქული პრესა 20.09.2023

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Vatan“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის დარბაზში, 78-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში მონაწილეების წინაშე სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი მოწოდება გაეროში რეფორმებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ „სამყარო ხუთზე დიდია“.

გაზეთი „Star“-ი იუწყება, რომ თურქეთმა, ყარაბაღში აზერბაიჯანის მხრიდან დაწყებული ანტიტერორისტულ ოპერაცია ასე შეაფასა: „აზერბაიჯანი იღებს იმ ზომებს, რომელსაც საჭიროდ მიიჩნევს საკუთარ სუვერენულ ტერიტორიაზე“.

გაზეთ „Sabah“-ის მიხედვით, პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტის კოორდინაციით „თურქეთის საუკუნე“ აშშ-ში, ნიუ-იორკში, რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ტარდება.

„OECD-მა გაზარდა თურქეთის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 2023 წელს“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Hürriyet“-ში და მასში ვკითხულობთ: ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) მიმდინარე წელს, თურქეთის ეკონომიკის ზრდის მოლოდინი 3,6 პროცენტიდან 4,3 პროცენტამდე გაზარდა.

გაზეთ „Haber Türk“-ში კი ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით, „თურქეთიდან 85 მილიონ 386 ათასი დოლარის ღირებულების ბულგურის ექსპორტი განხორციელდა“ და მასში ვკითხულობთ: თურქეთიდან იანვარ-აგვისტოს პერიოდში 85 მილიონ 386 ათასი დოლარის ღირებულების ბულგურის ექსპორტი განხორციელდა. ბულგურის ექსპორტით პირველ ადგილზეა ერაყი, მეორეზე რუსეთი, მესამეზე კი სირია.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები