თურქული პრესა 15.09.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2037672
თურქული პრესა 15.09.2023

თურქული პრესა 15.09.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Hürriyet: „ერდოღანი: ჩვენ მოვაგვარებთ არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს“

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ ანკარაში გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: „ჩვენ მოვაგვარებთ არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს ჩვენი საზღვრების უსაფრთხოებისა და ქვეყნის შიგნით კონტროლის გააქტიურებით“.

Haber Türk: „საგარეო საქმეთა მინისტრი ფიდანი ევროკომისარს ვარჰელის ესაუბრა“

საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი ტელეფონით ესაუბრა ევროკომისარს სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ვარჰელიის. მათ თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობები განიხილეს.

Vatan: „იერლიქაია: ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ბოლო ტერორისტის განეიტრალებამდე“

შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი იერლიქაიამ გუშინ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: "ჩვენ გულმოდგინედ ვმუშაობთ ბოლო ტერორისტის განეიტრალებამდე და ასე გავაგრძელებთ მომავალშიც. ჩვენ არ ვტოვებთ ჩვენი დაღუპული სამხედროების სისხლს მიწაზე".

Star: „მათ თურქეთისგან 160 უპილოტო საფრენი აპარატი შეიძინეს“

ტაივანის ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა საავიაციო და ტექნოლოგიურმა კომპანიამ GEOSAT Aerospace Technology-მ, თურქული კომპანია Fly BVLOS Technology-ის ინჟინრების მიერ შექმნილი 160 ერთეული Jackal İHA შეიძინა .

Sabah: „თხილის ექსპორტი თურქეთიდან გერმანიაში“

2022-2023 წლების საექსპორტო პერიოდში თურქეთიდან გერმანიაში 85 ათას 447 ტონა თხილი 496 მილიონ 653 ათას 928 დოლარად გაიყიდა.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები