თურქული პრესა 13.09.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2036569
თურქული პრესა 13.09.2023

თურქული პრესა 13.09.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Haber Türk: "ერდოღანის ახალი კონსტიტუციის თაობაზე განცხადება"

პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქული საუკუნის იდეის განსახორციელებლად საჭიროა სამოქალაქო, დემოკრატიული, ლიბერალური და ყოვლისმომცველი ახალი კონსტიტუცია. მან აღნიშნა, რომ ახალ კონსტიტუციაზე სამუშაოდ პარლამენტის ყველა ჯგუფს შეხვდებიან.

Sabah: "ერდოღანმა ლიბიას მიუსამძიმრა"

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართა ლიბიის საპრეზიდენტო საბჭოს თავმჯდომარესთან, მუჰამედ ალ-მენფისთან. ერდოღანმა მენფის ლიბიაში მომხდარი წყალდიდობის გამო მიუსამძიმრა.

Yeni Şafak: "ისრაელის პრესა: ერდოღანი გაკვეთილს გვიტარებს"

ისრაელის ერთ-ერთი ყველაზე კითხვადი გაზეთის Haaretz-ის მიმომხილველი ზვი ბარელი თავის სტატიაში თურქეთსა და ისრაელს ერთმანეთს ადარებს. ზვი ბარელმა თავის სტატიაში სათაურით „ერდოღანი ისრაელს ლიბერალიზმის გაკვეთილს უტარებს“ მკაცრად გააკრიტიკა თელ-ავივის ხელისუფლება, რომელიც არ ზრუნავს ადამიანის უფლებებზე და განაცხადა, რომ ერდოღანის მგრძნობელობა ადამიანის უფლებების მიმართ გაკვეთილია ისრაელისთვის.

Star: „ევროკავშირი: თურქეთი რჩება მთავარ პარტნიორად“

ევროკავშირის კომისიის წევრმა, სამეზობლო და გაფართოების საკითხებზე, ოლივერ ვარჰელიმ განაცხადა: „ურთიერთობა თურქეთთან ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. თურქეთი რჩება კანდიდატ ქვეყანად, ნატოს მოკავშირედ, ახლო მეზობლად და მთავარ პარტნიორად ახლო აღმოსავლეთის, სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონების სტაბილურობისა და უსაფრთხოების კუთხით“.

Hürriyet: "ჩკთრ-ის რეაქცია გაეროს მიმართ"

გასულ თვეში გაეროს სამშვიდობო ძალების ჯარისკაცებთან დაძაბულობის შემდეგ ჰუმანიტარული სოფლის პილეს გზის მშენებლობის დროს, რომელიც კვიპროსში გაეროს კონტროლის ქვეშ ბუფერულ ზონაში მდებარეობს, გუშინწინ დედაქალაქ ლეფკოშაში მეორე დაძაბულობა მოხდა. ჩკთრ-ის პრეზიდენტმა ერსინ თათარმა თქვა: "გაეროს მიუკერძოებლობას ჩრდილი მიადგა".


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები