თურქული პრესა 11.09.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2035564
თურქული პრესა 11.09.2023

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Haber Türk“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ G20-ის ლიდერთა სამიტის დასრულების შემდეგ განცხადება გააკეთა. პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი უნდა დასრულდეს რა, რუსეთი მარცვლეულის საკითხში არ შეიძლება იყოს გამორიცხული. ერდოღანმა განაცხადა, რომ სამიტის ფარგლებში ხანმოკლე შეხვედრა ჰქონდა აშშ-ს პრეზიდენტ ბაიდენთან. ერდოღანმა თქვა: „ჩვენ განვიხილეთ F-16-ის საკითხი, მათ წამოაყენეს შვედეთის თემა, მე კი ვუთხარი გადაწყვეტილება ამ საკითხზე უნდა მიიღოს თურქეთის დიდმა ეროვნულმა მეჯლისმა“.

გაზეთი „Sabah“-ი იუწყება, რომ პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა G20-ის ლიდერთა სამიტზე მრავალი შეხვედრა გამართა.  იგი შეხვდა იაპონიის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბრაზილიის, სამხრეთ კორეისა და გერმანიის ლიდერებს, ასევე  საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინც მუჰამედ ბინ სალმანს, ეგვიპტის პრეზიდენტს ალ-სისის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს და სხვას.  

გაზეთ „Hürriyet“-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით, „ერდოღან-ალიევს შორის სატელეფონო საუბარი შედგა“ და მასში ვკითხულობთ:   პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ სატელეფონო საუბარი გამართა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან. სატელეფონო საუბრის დროს ორი ქვეყნის ლიდერებმა გაცვალეს მოსაზრებები რეგიონულ საკითხებზე, მათ შორის აზერბაიჯან-სომხეთის ურთიერთობებზე და ყარაბაღის რეგიონში ბოლოდროინდელ მოვლენებზე.

გაზეთ „Star“-ის მიხედვით, თურქეთის ელჩმა ბელგრადში ჰამი აქსოიმ განაცხადა, რომ თურქეთ-სერბეთის ურთიერთობა ისტორიაში უმაღლეს დონეზეა. აქსოიმ თქვა: „ყველაზე მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც გასულ წელს ჩვენი პრეზიდენტის ერდოღანის სერბეთში ვიზიტისას გაფორმდა, იყო „ID ბარათით მოგზაურობა“. ეს შეთანხმება ძალაში შევიდა ჩვენს ქვეყანაში, ახლა ველოდებით მის ამოქმედებას სერბეთის მხრიდან“.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი წერს, რომ თურქეთის პირველმა მოიერიშე ვერტმფრენის პილოტმა ქალმა, ოზგე ქარაბულუთმა გუშინ დიარბაქირის ცაზე ATAK-ის ტიპის ვერტმფრენით პირველი ფრენა შეასრულა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები