თურქული პრესა 06.09.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2033553
თურქული პრესა 06.09.2023

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Hürriyet“-ით, რომელშიც ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით, „ჩვენ თურქეთს ვაქცევთ ენერგეტიკულ ბაზად“ და მასში ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, რუსეთიდან დაბრუნებისას, თვითმფრინავში ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა: „თურქეთში ბუნებრივი აირის ცენტრის დაარსებით, პროგრესი იქნება მიღწეული, როგორც ენერგიის გადაცემის, ასევე ფასების დარეგულირების საკითხში. ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენს ქვეყანას ვაქცევთ ენერგეტიკულ ბაზად და ამისათვის საჭირო ინფრასტრუქტურას და ფიზიკურ ობიექტებს ვუზრუნველყოფთ“.

„ჰაქან ჰიდანი ბერძენ კოლეგას შეხვდა“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Sabah“-ში და მასში ვკითხულობთ: საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი გუშინ საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, გიორგოს გერაპეტრიტისს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ფიდანმა განაცხადა, რომ „საბერძნეთთან ახალ და პოზიტიურ პერიოდში გადადიან“.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი იუწყება, რომ ვაჭრობის მინისტრმა ომერ ბოლათმა თქვა: „გადაწყვეტილება თურქეთ-იაპონიის სავაჭრო და საინვესტიციო სამიტის შესახებ, რომელიც ადრე შეიქმნა თურქეთსა და იაპონიას შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობის წახალისების მიზნით, ტოკიოში ამ თვალსაზრისით სამიტები რაც შეიძლება მალე  ჩატარდება.“

„თურქეთის თხილის ექსპორტმა 1 მილიარდ 795 მილიონი დოლარი შეადგინა“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Vatan“-ში, რომელშიც ვკითხულობთ: თურქეთმა 2022-2023 წლების საექსპორტო სეზონში თხილისგან 1 მილიარდ 795 მილიონი დოლარის შემოსავალი ნახა. შავი ზღვის თხილისა და პროდუქტების ექსპორტიორთა ასოციაციის მიერ გაკეთებულ წერილობით განცხადებაში აღნიშნულია, რომ აღნიშნულ პერიოდში საზღვარგარეთ 1 მილიარდ 795 მილიონ 189 ათას 783 დოლარად, 298 ათას 557 ტონა თხილი გაიყიდა.

გაზეთი „Star“-ი წერს, რომ მსოფლიოს ნომერ 1 და ევროპის ჩემპიონი ქალთა ფრენბურთის ეროვნული ნაკრები 8 სექტემბერს, 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ეტაპისთვის იაპონიაში გაემგზავრება. ეროვნული ნაკრები B ჯგუფში იაპონიას, ბრაზილიას, ბელგიას, ბულგარეთს, პუერტო რიკოს, არგენტინას და პერუს დაუპირისპირდება.  


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები