თურქული პრესა 05.09.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2033004
თურქული პრესა 05.09.2023

თურქული პრესა 05.09.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Hürriyet: „პრეზიდენტი ერდოღანი: მარცვლეულის დერეფანი უნდა გაგრძელდეს“

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, რომელიც გუშინ რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა, გაავრცელა გზავნილი, რომ „მარცვლეულის დერეფანი უნდა გაგრძელდეს“ და თქვა: „ამ კონტექსტში ჩვენ მოვამზადეთ ახალი წინადადებების პაკეტი. იმედი მაქვს, რომ გაეროს ახალი მუშაობით, შედეგი იქნება მიღებული“. პუტინმა კი განაცხადა, რომ მზად არიან მიაღწიონ შეთანხმებას სანქციების გაუქმების შემთხვევაში.

Vatan: „საგარეო საქმეთა მინისტრი ფიდანი ირანის პრეზიდენტს შეხვდა“

ჰაქან ფიდანი, რომელსაც წინა დღეს ოფიციალური შეხვედრები ჰქონდა ირანის დედაქალაქ თეირანში, რესპუბლიკის პრეზიდენტმა მიიღო. ფიდანისა და რეისის შეხვედრაზე რეგიონალური და გლობალური საკითხები განიხილეს.

Star: „თათარმა განაცხადა: თუ თურქეთი კვიპროსიდან გავა მათ თავს დაესხმებიან“

ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ერსინ თათარმა კვიპროსის ბერძნულ ნაწილში, ქალაქ ლიმასოლში უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე თავდასხმებთან დაკავშირებით განაცხადა; „იმ მომენტში, როდესაც თურქი სამხედროები კუნძულიდან გავლენ, კვიპროსის ბერძნულ ნაწილში რასისტული თავდასხმების სამიზნე კვიპროსელი თურქები გახდებიან“.

Sabah: „მინისტრმა ბოლატმა გამოაცხადა აგვისტოს რეკორდი ექსპორტში“

ვაჭრობის მინისტრმა ომერ ბოლატმა გუშინ 2023 წლის აგვისტოსთვის  საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები გააზიარა. მინისტრმა ბოლატმა განაცხადა: "აგვისტოში ჩვენი ექსპორტი 1,6%-ით გაიზარდა და 21 მილიარდ 619 მლნ დოლარი შეადგინა. ამრიგად, ჩვენ აგვისტოში ყველაზე მაღალ საექსპორტო ღირებულებას მივაღწიეთ."

Haber Türk: „რეკორდი საავტომობილო ბაზარზე“

წლის დასაწყისიდან რეკორდული ტენდენცია თურქეთის საავტომობილო ბაზარზე  აგვისტოშიც გაგრძელდა. თურქეთის ექსპორტიორთა ასამბლეის მონაცემებით, საავტომობილო ინდუსტრიამ გასულ თვეში 2 მილიარდ 738 მილიონი დოლარის ექსპორტს მიაღწია.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები