თურქული პრესა 04.09.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2032506
თურქული პრესა 04.09.2023

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Hürriyet“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: თურქეთის ქალ ფრენბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 2023 წლის CEV ევროპის ჩემპიონატის ფინალში სერბეთი 3-2 დაამარცხა და ჩემპიონი გახდა. ეს გამარჯვება, თურქეთის ქალთა ფრენბურთის ისტორიაში პირველი გამარჯვება გახლდათ.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი ჰაქან ფიდანის კირკუკში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშრებით გაკეთებულ განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: კირკუკში დაძაბულობის შესახებ, საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა თქვა: „ჩვენ შეშფოთებით ვადევნებთ თვალყურს, რაც ხდება კირკუკში, თურქმენების სამშობლოში. ეს ქალაქი ერაყის ერთ-ერთი მთავარი და დამფუძნებელი ელემენტია. კირკუკის მშვიდობა და სტაბილურობა, ერაყის ტერიტორიული მთლიანობისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. ერაყის ხელისუფლებამ PKK-ს არსებობა აღნიშნულ ქალაქში უნდა დაასრულოს.“

გაზეთი „Haber Türk“-ი იუწყება, რომ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალფარსლან ბაირაქტარი ტელეფონით ესაუბრა ისრაელის ენერგეტიკის მინისტრ ისრაელ კაცს. სატელეფონო საუბრის დროს შეფასდა ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის შესაძლებლობები განსაკუთრებით ენერგეტიკის და  ბუნებრივი აირის სფეროში.

გაზეთი „Star“-ი იტყობინება, რომ თურქეთი, რომელიც აკმაყოფილებს ფიჭვის თაფლის მსოფლიო წარმოების 92 პროცენტს, ამის შემდეგ ასევე ექსპორტზე გაიტანს ფიჭვის თაფლის პროდუქტებს, როგორიცაა პროპოლისი, სამეფო ჟელე და მტვერი.

გაზეთი „Sabah“-ი წერს, რომ თურქეთი მსოფლიო კინოს მიზიდულობის ცენტრად იქცა. გასულ წელს 233 უცხოური პროექტი, აქედან 18 მხატვრული ფილმი და 30 სერიალი იქნა გადაღებული თურქეთში.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები