თურქული პრესა 01.09.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2031629
თურქული პრესა 01.09.2023

თურქული პრესა 01.09.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Sabah: „ერდოღანი: თურქეთი თავისი ნაბიჯებით ყურადღებას იქცევს“

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ სტამბოლში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ თურქეთი არის ქვეყანა, რომელიც ყურადღებას იპყრობს თავისი სამხედრო, დიპლომატიური, ეკონომიკური და პოლიტიკური ნაბიჯებით.

Haber Türk: „საგარეო საქმეთა მინისტრის ფიდანისა და მისი რუსი კოლეგის ლავროვის ერთობლივი განცხადება“

საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი, რომელიც გუშინ მოსკოვში ოფიციალური შეხვედრებისთვის გაემგზავრა, რუს კოლეგას სერგეი ლავროვს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მინისტრმა ფიდანმა შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივაზე განაცხადა: „გაერომ მოამზადა ახალი წინადადებების პაკეტი ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერით. ვფიქრობთ, რომ ეს წარმოადგენს შესაფერის საფუძველს ინიციატივის აღდგენისთვის“. ლავროვმა კი განაცხადა, რომ დასავლეთმა არ შეასრულა პირობა რუსული მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით და დაამატა: „როცა გაერო-სთან პაკეტში შეთანხმების ჩვენი პირობები დაკმაყოფილდება, კვლავ დავუბრუნდებით მარცვლეულის შეთანხმებას“.

Star: „Moody's-მა გაზარდა თურქეთის ზრდის პროგნოზი“

Moody's-მა თურქეთის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი წელს 2,6 პროცენტიდან 4,2 პროცენტამდე და მომავალი წლისთვის 2 პროცენტიდან 3 პროცენტამდე გაზარდა.

Hürriyet: „მინისტრი შიმშექი: ჩვენ დავიწყეთ დადებითი ეფექტის დანახვა“

ხაზინისა და ფინანსთა მინისტრმა მეჰმედ შიმშექმა, წლის მეორე კვარტალში თურქეთის 3,8 პროცენტიანი ზრდის ტემპის შეფასებისას თქვა: „ჩვენ დავიწყეთ ჩვენ მიერ განხორციელებული პოლიტიკის დადებითი ეფექტის დანახვა. ჩვენ გავაგრძელებთ საჭირო ნაბიჯების გადადგმას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ეს ეფექტები იყოს მუდმივი და სტაბილური“.

Vatan: „თურქეთი OECD-ს მეორე ყველაზე სწრაფად მზარდი ქვეყანაა“

თურქეთმა, წლის მეორე კვარტალში დაფიქსირებული 3,8 პროცენტიანი ზრდით  მოახერხა გამხდარიყო მეორე ყველაზე მზარდი ქვეყანა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ქვეყნებს შორის და მესამე G20-ის ქვეყნებს შორის.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები