თურქული პრესა 31.08.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2031076
თურქული პრესა 31.08.2023

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Sabah“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 30 აგვისტოს გამარჯვების დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე ისაუბრა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი არის რეგიონში არსებული კრიზისების გამოსავალი. ერდოღანმა თქვა: „თურქეთი, რომელიც თავის შესაძლებლობას მოკავშირეებსაც უზიარებს, წინსვლას გააგრძელებს“.

გაზეთი „Haber Türk“-ი პრეზიდენტ ერდოღანის, საბრძოლო თვითმფრინავთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: „ჩვენ ვიხილავთ ეროვნული საბრძოლო თვითმფრინავის KAAN-ის აფრენას 2023 წლის ბოლომდე“, - განაცხადა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის სამხედრო აკადემიის დიპლომების გადაცემის ცერემონიაზე.

გაზეთი „Star“-ი იუწყება, რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ თურქეთსა და უნგრეთს შორის ხელმოწერილი შეთანხმების თანახმად, 2024 წელს მის ქვეყანას დაახლოებით 300 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მიეწოდება. „პირველად, თურქეთი არა მარტო სატრანზიტო, არამედ მიმწოდებელი ქვეყანაც იქნება“, განაცხადა სიიარტომ.

„TEKNOFEST-ი ანკარაში დაიწყო“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Vatan“-ში და მასში ვკითხულობთ: მსოფლიოს უდიდესი საავიაციო, კოსმოსური და ტექნოლოგიების ფესტივალი, TEKNOFEST-ი ანკარაში დაიწყო.

გაზეთი „Hürriyet“-ი წერს, რომ თურქეთის ქალთა ფრენბურთის ეროვნულმა ნაკრებმა; 2023 წლის CEV-ის ევროპის  ჩემპიონატის ფარგლებში მეოთხედფინალში პოლონეთი 3-0 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები