თურქული პრესა 28.08.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2029728
თურქული პრესა 28.08.2023

თურქული პრესა 28.08.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Yeni Şafak: საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლიმასოლში მეჩეთზე თავდასხმა დაგმო

საგარეო საქმეთა სამინისტრომ მკაცრად დაგმო კვიპროსის ბერძნული მხარის ქალაქ ლიმასოლში მეჩეთზე თავდასხმა. სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას სრულად უჭერს მხარს.

Sabah: საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში ჩამოვა

საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იორგო გერაპეტრიტისი თურქეთში 5 სექტემბერს ჩამოვა. ვიზიტის ფარგლებში ბერძენი მინისტრი საგარეო საქმეთა მინისტრს ჰაქან ფიდანს შეხვდება.

Star: ალიევი: აზერბაიჯანსა და თურქეთის შეიარაღებულ ძალებს შორის თანამშრომლობა ძალიან კარგ დონეზეა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გუშინ განაცხადა, რომ აზერბაიჯანსა და თურქეთის შეიარაღებულ ძალებს (TSK) შორის თანამშრომლობა ძალიან კარგ დონეზეა.

Hürriyet: მინისტრი შიმშექი: "ტურისტული ბუმია"

ხაზინისა და ფინანსთა მინისტრმა მეჰმედ შიმშექმა გუშინ სოციალური მედიის პლატფორმა X-ზე გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ტურიზმის ისტორიაში საუკეთესო ივლისის თვე იყო.

Haber Türk: თურქეთის ფრენბურთის ქალთა ეროვნული ნაკრები მეოთხედფინალშია

ფრენბურთის ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა 2023 წლის ევროპის ფრენბურთის კონფედერაციის ევროპის ჩემპიონატის ბოლო 16 ტურში ბელგია 3-1 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები