თურქული პრესა 21.08.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2026974
თურქული პრესა 21.08.2023

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Vatan“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გუშინ ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში ჩასულ უნგრეთში ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს,  უზბეკეთის პრეზიდენტ შავქათ მირზიოევს და სერბეთის პრეზიდენტს ალექსანდარ ვუჩიჩს შეხვდა.

გაზეთი „Hürriyet“-ი პრეზიდენტ ერსინ თათარის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის (ჩკთრ) პრეზიდენტმა ერსინ თათარმა, Pile-Yiğitler-ის გზის მშენებლობასთან დაკავშირებით, რომელიც აშენდა ჩკთრ-ს სუვერენიტეტის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე, თქვა: „ამ გზის უმეტესი ნაწილი ჩვენს საზღვრებშია. არ არსებობს მნიშვნელოვანი სამხედრო მიზანი, ჰუმანიტარული მიზეზების გამო, ჩვენ დავიცავთ საკუთარ სუვერენიტეტს. არავის მიწაზე არ გვაქვს თვალი“.

„გასაოცარი ანალიზი გერმანული პრესიდან“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Yeni Şafak“-ში და მასში ვკითხულობთ: გერმანული მედია ირწმუნება, რომ თურქეთი, რუსეთი და კატარი შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის შეთანხმების ალტერნატივას ამზადებენ, რომელიც თვეზე მეტია შეჩერებულია. გაზეთის ანალიზში ნათქვამია, რომ მარცვლეულის მიწოდების სპონსორობას კატარი, ხოლო შეთანხმების კოორდინაციას თურქეთი მიიღებს, ეს სამი ქვეყანა ახალი შეთანხმებისთვის ემზადება.

გაზეთი „Star“-ი მინისტრ, იუმაქლის ზანგეზურის დერეფანთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: ზანგეზურის დერეფანთან დაკავშირებით, სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის მინისტრმა იბრაჰიმ იუმაქლიმ თქვა: „იმედია, როდესაც ეს დერეფანი გაიხსნება, როგორც კარიბჭე თურქული სამყაროსი, ჩვენი სავაჭრო და კულტურული კავშირები კიდევ ერთხელ დაუკავშირდება ერთმანეთს“.

გაზეთი „Sabah“-ი იუწყება, რომ ქალთა ფრენბურთის ეროვნულმა ნაკრებმა; 2023 წლის CEV-ის ევროპის  ჩემპიონატის მეორე მატჩში აზერბაიჯანი 3-0 დაამარცხა და დღემდე გამართული ორივე მატჩი მოიგო. პირველ მატჩში ქალ ფრენბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა იგივე ანგარიშით, 3-0 დაამარცხა შვედეთი.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები