თურქული პრესა 11.08.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2023128
თურქული პრესა 11.08.2023

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Sabah“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: ურბანული ტრანსფორმაციის პროექტებთან დაკავშირებით პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა: „ჩვენ მიზნად ვისახავთ თურქეთის მასშტაბით 6,5 მილიონი ნაგებობის სწრაფად გარდაქმნას. როდესაც ამას დავასრულებთ, ჩვენი ქალაქები უფრო ლამაზი და მომზადებული იქნება მიწისძვრებისთვის“.

გაზეთი „Haber Türk“-ი დმიტრო კულებას განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეუძლია შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის შეთანხმების აღდგენა.

გაზეთი „Star“-ი იუწყება, რომ ნორვეგიული პრესა, რომელიც ყურადღებას ამახვილებს პრეზიდენტ ერდოღანის წარმატებულ როლზე და დიპლომატიაზე, მარცვლეულის დერეფნის შესახებ წერს, რომ ერდოღანი ერთადერთი ეფექტური ლიდერია რეგიონში, რომელსაც შეუძლია მისი აღდგენა. „ერდოღანის კარზე ყველა აკაკუნებს. ის საერთაშორისო პოლიტიკის ცენტრშია და არის ერთადერთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია ყველასთან საუბარი. ერდოღანმა დიდი ძალა მოიპოვა საერთაშორისო პოლიტიკაში“, აცხადებს ნორვეგიული პრესა.

გაზეთი „Hürriyet“-ი ეროვნული თავდაცვის სამინისტროს ანტიტერორისტულ ოპერაციებთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც ვკითხულობთ: ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ ტერორიზმთან ბრძოლაში გადამწყვეტი მესიჯი გაავრცელა და აღნიშნა: „ტერორისტები ვერ გაექცევიან იმ აღსასრულს, რომელიც მათ ელის, ჩვენი გმირი არმია არ შეარჩენს ჩვენი მოწამეების სისხლს და იგივე მონდომებით გააგრძელებს ბრძოლას ტერორიზმთან, სანამ ბოლო ტერორისტი არ განეიტრალდება“.

გაზეთი „Yeni şafak“-ი წერს, რომ ხაზინისა და ფინანსთა მინისტრმა მეჰმედ შიმშექმა განაცხადა, რომ თურქეთს გადაწყვეტი აქვს განახორციელოს საკუთარ პოლიტიკაზე დაფუძნებული ეკონომიკური პოლიტიკა საერთაშორისო ნორმების შესაბამისად.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები