თურქული პრესა 09.08.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2022174
თურქული პრესა 09.08.2023

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Yeni Şafak“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ საზღვრების მიღმა ოპერაციები გაგრძელდება. „ერაყისა და სირიის სტაბილიზაციასთან ერთად, ლტოლვილების ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება დაჩქარდება“, - თქვა ერდოღანმა.

გაზეთი „Haber Türk“-ი პრეზიდენტ ერდოღანის, რუსეთ-უკრაინის კრიზისის შესახებ გაკეთებულ შეფასებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: თურქეთმა რუსეთ-უკრაინის ომის პირველივე დღიდან დაბალანსებული და სამართლიანი პოზიცია დაიკავა. პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა:  „ჩვენმა ქვეყანამ აიღო მთავარი ქვეყნის როლი ამ კრიზისის გადაწყვეტაში“.

„ერდოღანის მოწოდება დასავლეთის ქვეყნებს“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Hürriyet“-ში და მასში ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ გრძელდება კონტაქტები მარცვლეულის დერეფნის ინიციატივის ხელახალი განხორციელებისთვის, რომელიც 17 ივლისიდან შეჩერდა, მისი მოცულობის გაფართოებით. ერდოღანმა განაცხადა, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტა შემდგომი ჩიხების გარეშე დამოკიდებულია დასავლეთის ქვეყნების დაპირებების შესრულებაზე.

გაზეთი „Star“-ი იუწყება, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი მოხარულია, რომ თურქეთი ახორციელებს ზეწოლას რუსეთზე შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებაში დაბრუნებისთვის.

გაზეთი „Sabah“-ი წერს, რომ დუბაიში დაფუძნებულმა ტელეარხმა Al Arabiya-მ ყურადღება გაამახვილა პრეზიდენტ ერდოღანის გზავნილზე დასავლეთისთვის მარცვლეულის კრიზისის შესახებ. ტელეარხი ხაზს უსვამს ერდოღანის შეხსენებას დასავლეთისთვის. Al Arabiya-მ თქვა: „ერდოღანს სურდა, რომ დასავლეთს შეესრულებინა დაპირებები უკრაინული მარცვლეულის შესახებ“. ისრაელში დაფუძნებულმა i24 News-მა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთი ამ პროცესში ოფიციალურად არის „ძირითადი მოთამაშე“.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები