თურქული პრესა 02.08.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2018991
თურქული პრესა 02.08.2023

თურქული პრესა 02.08.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Sabah "დიდი აღიარება ბერძენი ჟურნალისტისგან თურქეთის შესახებ"

თურქეთსა და საბერძნეთს შორის კონტინენტური შელფის პრობლემაზე საუბრისას მწარე აღიარება გააკეთა ბერძენმა ჟურნალისტმა, გიორგოს პაპაქრისტოსმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საბერძნეთი ეგეოსს უყურებს როგორც მხოლოდ საკუთარს და თქვა: "ეგეოსის ზღვა არ არის ბერძნული ტბა. ჩვენ ვერ გვექნება კეთილმეზობლური ურთიერთობები, თუ არ მივიღებთ იმას, რომ თურქეთიც აქ არის".

Habertürk "მიზნად არის დასახული ეგვიპტესთან ვაჭრობის მოცულობის 15 მილიარდ დოლარამდე გაზრდა"

ვაჭრობის მინისტრმა ომერ ბოლატმა, რომელიც შეხვდა ეგვიპტის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრს, აჰმედ სამირ სალეჰს, განაცხადა, რომ ისინი მიზნად ისახავენ ეგვიპტესთან ორმხრივი ვაჭრობის გაზრდას 15 მილიარდ დოლარამდე 5 წლის განმავლობაში.

Yenişafak "თურქი პროფესორის "გამჭვირვალე დათვალიერების" ტექნოლოგია კიბოს განკურნების ახალ გზებს მოიტანს"

გერმანიის მიუნხენის უნივერსიტეტის ქსოვილის ინჟინერიისა და რეგენერაციული მედიცინის ინსტიტუტის ხელმძღვანელის, პროფესორ ალი ერთურქის ახალ გამოგონებას, რომელიც მთელ ორგანიზმს გამჭვირვალეს ხდის და ერთ უჯრედსაც კი უპრეცედენტო სიცხადითა და დეტალებით ასახავს, ​​კიბოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ახალი ეპოქის დასაწყისი უწოდა კიბოს კვლევის ერთ-ერთმა უდიდესმა ინსტიტუტმა Cancer Research UK-მ.

Star "სტამბოლის აეროპორტი გახდა პირველი ევროპული ტვირთების მოძრაობაში"

ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, აბდულქადირ ურალოღლუმ, განაცხადა, რომ სტამბოლის აეროპორტმა პირველი ადგილი დაიკავა წლის პირველ ნახევარში ევროპაში საუკეთესო ტვირთბრუნვის მქონე 10 აეროპორტს შორის.

Hürriyet "2,6 მილიონი ტურისტი ჩავიდა ანტალიაში"

1 იანვრიდან 31 ივლისის ჩათვლით ანტალიაში საჰაერო გზით ჩასული ტურისტების რაოდენობამ 8 მილიონ 184 ათას 89 შეადგინა. ეს მაჩვენებელი ისტორიაში შევიდა, როგორც ყველა დროის საუკეთესო პირველი 7 თვე ტურისტული თვალსაზრისით.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები