თურქული პრესა 17.07.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2012164
თურქული პრესა 17.07.2023

თურქული პრესა 17.07.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Star "მათ ყურადღება გაამახვილეს თურქეთის წარმატებაზე"

ერთ-ერთმა ბერძნულმა გაზეთმა ეგეოსის ზღვაში საზღვაო ფლოტის არსებობაზე გაამახვილა ყურადღება და ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქული თავდაცვის ინდუსტრიის განვითარებასთან ერთად ისინიც უნდა განვითარდნენ. "თურქეთი ხელახლა აყალიბებს პირობებს უპილოტო მოიერიშე გემების მასობრივი წარმოებით". - ნათქვამია ბერძნულ გაზეთში.

Sabah "კოსოვომ ბაირაქტარ TB2-ები მიიღო"

კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა ალბინ კურტიმ განაცხადა, რომ თურქეთისგან შეძენილი Bayraktar TB2 SİHA ქვეყანაში ჩაიტანეს. კურტიმ სოციალურ ქსელში გაავრცელა Bayraktar TB2 SİHA-ს ფოტო წარწერით: „კოსოვო ახლა კიდევ უფრო უსაფრთხოა“.

Habertürk "რეკორდი საკრუიზო ტურიზმში"

ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აბდულკადირ ურალოღლუმ განაცხადა: „2023 წლის იანვარ-ივნისის 6 თვეში ჩვენს პორტებში შემოსული საკრუიზო გემების რაოდენობა 420-ს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 32,5 პროცენტით მეტია, მგზავრთა რაოდენობა კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 88,8 პროცენტით 482 ათას 925 მგზავრამდე გაიზარდა“.

Yenişafak "ექსპორტი რუსეთში"

რუსეთში ყველაზე მეტი ექსპორტის მქონე ქვეყნების სიაში თურქეთი მეორე ადგილზეა. რუსეთში, რომელსაც აშშ-მა და ევროპამ სანქციები დაუწესეს, შექმნილი საბაზრო სიცარიელე თურქეთმა შესაძლებლობად აქცია. მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში მისი ექსპორტი რუსეთში 88,6 პროცენტით 2 მილიარდ 574 მილიონი დოლარიდან 4 მილიარდ 854 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.

Hürriyet "10 მედალი მათემატიკისა და ბიოლოგიის ოლიმპიადაზე"

იაპონიაში გამართულ მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე თურქმა მოსწავლეებმა 1 ოქროსა და 5 ვერცხლის, ასევე არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ბიოლოგიის საერთაშორისო ოლიმპიადაზე 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები