თურქული პრესა 03.07.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2006277
თურქული პრესა 03.07.2023

თურქული პრესა 03.07.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Hürriyet: "ყველა თვალი ერდოღანისკენაა მიპყრობილი"

ბერძნული მედია ყურადღებით აკვირდება პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინტენსიურ დიპლომატიურ მუშაობას. ERT News-ში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ერდოღანმა განაცხადა, რომ 11-12 ივლისს ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში გამართულ ნატოს სამიტს დაესწრება, კატარისა და არაბთა გაერთიანებული საემიროების თაოსნობით ყურის ქვეყნებს ეწვევა და სექტემბერში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეაზე დასასწრებად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება.

Star: "თურქეთის რეაქციამ აიძულა შვედეთი პრევენციული ზომები მიეღო"

შვედეთის მთავრობამ, რომელიც თურქეთის თანხმობას ელოდება ნატოში გასაწევრიანებლად,  დედაქალაქ სტოკჰოლმში წმინდა ყურანის დაწვის შემდეგ ზომები მიიღო. შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ პროვოკაციული აქტის განმახორციელებელი უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო. აღინიშნა, რომ მსგავსი ინციდენტების წინააღმდეგ სასაზღვრო კონტროლი გამკაცრდა და გაზარდეს ზომები ახალი საფრთხის თავიდან ასაცილებლად.

Sabah: "თურქეთი კოსმოსშიც იტყვის თავის სათქმელს"

ამერიკის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს (NASA) Space Apps Challenge- საერთაშორისო კოსმოსური აპლიკაციების კონკურსის, რომელსაც 11 წელია ახორციელებს, ერთ-ერთი დაინტერესებული მხარე წელს თურქეთის კოსმოსური სააგენტო (TUA) გახდა . მრეწველობისა და ტექნოლოგიების მინისტრმა მეჰმედ ფათიჰ ქაჯირმა თქვა: „ჩვენ უფრო მეტ ინვესტიციას ჩავდებთ კოსმოსურ ტექნოლოგიებში“.

Haber Türk: "დღესასწაული, რომელმაც რეკორდები მოხსნა"

ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აბდულქადირ ურალოღლუმ განაცხადა, რომ ანტალიისა და ტრაპიზონის აეროპორტებმა ყველა დროის (მგზავრების რაოდენობის) რეკორდი  დაამყარეს ყურბან-ბაირმის დროს. მინისტრმა ურალოღლუმ თქვა: „ამ დღესასწაულზე რეკორდები დამყარდა. ჩვენ გაწეული მომსახურების ნაყოფს ვიმკით. ჩვენ გავაგრძელებთ ინვესტიციების და სერვისების კიდევ უფრო გაზრდას.”

Yeni Şafak: "ჯილოში ტერორი არ არის, ფესტივალია"

ჰაქარის მთები ტერორისტული ორგანიზაცია PKK-სგან გაიწმინდა და ქალაქში სიმშვიდე სუფევს. ეროვნულ პარკებად გამოცხადებულ ჯილოს მთებსა და სატის მყინვარულ ტბებზე 4 ათას 135 მეტრის სიმაღლეზე შექმნილი მშვიდობიანი გარემოს წყალობით კულტურული, მხატვრული და სპორტული ღონისძიებები გაიმართა. ჯილოს ფესტივალს, რომელიც წელს მეხუთედ გაიმართა, ათასობით ადამიანი დაესწრო.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები