თურქული პრესა 21.06.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2002288
თურქული პრესა 21.06.2023

თურქული პრესა 21.06.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Hürriyet: „ერდოღანი: ჩვენ მხარს ვუჭერთ ლტოლვილების ნებაყოფლობით დაბრუნებას“

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა: „თურქეთი, რომელიც ყოველთვის ასრულებდა თავის მოვალეობას ჰუმანურობისა და მეზობლობის შესახებ, მხარს უჭერს თავშესაფრის მაძიებელთა უსაფრთხო, ნებაყოფლობით და ღირსეულ დაბრუნებას სამშობლოში და ახორციელებს ამისთვის საჭირო პროექტებს“.

Vatan: "ერდოღანის კრიტიკა დასავლეთს“

პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ისინი უარყოფენ სიძულვილის ენას, ნეონაცისტურ იდეოლოგიას, ისლამოფობიას და ქსენოფობიას ლტოლვილების მიმართ, რომლებიც დასავლეთის ქვეყნებში ფესვის გადგმის შემდეგ სხვა საზოგადოებებშიც გავრცელდა.

Star: "გერმანელი ტერორისტი "თომასი" განეიტრალებულია"

გაირკვა, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ გასულ კვირას ერაყის ჩრდილოეთში განეიტრალებული PKK-ის ერთ-ერთი ტერორისტი გერმანიის მოქალაქე იყო. დადგინდა, რომ მოკლული ტერორისტი იყო გერმანელი თომას ჯ.

Sabah: „PKK-ს ბაზა გერმანიაში“

გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალური ორგანიზაციის (BfV) მონაცემებით, ტერორისტული ორგანიზაცია PKK პირველ ადგილზეა 14 500 წევრით ექსტრემისტულ უცხოურ ორგანიზაციებს შორის გერმანიაში.

Yeni Şafak: "დიდი პატივი არდა გიულერს"

ცნობილი გახდა Golden Boy-ს ჯილდოზე წარდგენილი ნომინანტების ვინაობა, რომელსაც ყოველწლიურად აწყობს იტალიური გაზეთი Tuttosport-ი 21 წლამდე ასაკის ფეხბურთელებისთვის. 18 წლის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი არდა გიულერი, რომელიც თურქულ „ფენერბაჰჩეში“ თამაშობს, ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის Golden Boy-ს ჯილდოზეა წარდგენილი


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები