თურქული პრესა 12.06.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1998247
თურქული პრესა 12.06.2023

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Star“-ით, რომელშიც ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით, „მზად ვართ მოლაპარაკებისთვის“ და მასში ვკითხულობთ: სამხრეთ კვიპროსის ბერძნული ადმინისტრაციის პრეზიდენტმა ნიკოს ქრისტოდულიდესმა პრეზიდენტ ერდოღანის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მოუწოდა თურქეთს და განაცხადა, რომ მზად არიან მოლაპარაკებების განახლებისთვის.

„მიმდინარე წელს TANAP-ით თურქეთში 10,2 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ტრანსპორტირება მოხდება“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ „Haber Türk“-ში და მასში ვკითხულობთ:  აზერბაიჯანის ელჩმა ანკარაში, რეშად მამედოვმა აღნიშნა, რომ ტრანსანატოლიის ბუნებრივი გაზსადენის -TANAP-ის პროექტის სიმძლავრე გაიზარდა და დაამატა: „წელს, 10,2 მილიარდი კუბური მეტრი თურქეთში და 12 მილიარდი კუბური მეტრი ევროპაში, ანუ მთლიანობაში 22,2 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ექსპორტი იგეგმება“.

გაზეთი „Sabah“-ი იუწყება, რომ თურქეთის ექსპორტი ყურის ქვეყნებში მაისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 29 პროცენტით გაიზარდა და 1 მილიარდ 691 მილიონ დოლარს მიაღწია.

გაზეთ „Hürriyet“-ში კი ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით, „ანტალიაში საჰაერო გზით ჩასული ტურისტების რაოდენობამ 4 მილიონს გადააჭარბა“ და მასში ვკითხულობთ: 1 იანვრიდან 10 ივნისამდე ანტალიაში საჰაერო გზით ჩასული ტურისტების რაოდენობა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 37 პროცენტით გაიზარდა და 4 მილიონ 62 ათას 891-ს მიაღწია.

გაზეთი „Vatan“-ი წერს, რომ სტამბოლის აეროპორტმა, რომელიც ევროპის ყველაზე დატვირთულ აეროპორტებს შორისაა, 9 ივნისს, უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის სტამბოლში ჩასულების შედეგად, 1594 აფრენით  ახალი რეკორდი მოხსნა. სტამბულის აეროპორტმა 1749 რეისით, ასევე დაამყარა საჰაერო მიმოსვლის ყველა დროის რეკორდი.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები