თურქული პრესა 24.06.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2155329
თურქული პრესა 24.06.2024

თურქული პრესა 24.06.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Yenişafak: "'Altay' ამერიკის პრესის ყურადღების ცენტრშია: საუკეთესოა თავის კლასში"

აშშ-ში გამოცემულმა ჟურნალმა National Interest-მა საინტერესო ანალიზი გააკეთა ტანკ Altay-ზე. სტატიაში ხაზგასმით აღინიშნა, რომ Altay არის "ერთ-ერთი საუკეთესო თავის კლასში" და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მის მოწინავე დაცვის სისტემაზე.

Star: "ჰაუსვალდი: ჩვენ დაინტერესებული ვართ თურქეთით"

გერმანიის საპორტო კომპანიის უმაღლესმა მენეჯერმა მარკ-ოლივერ ჰაუსვალდმა განაცხადა, რომ თურქეთს აქვს შესანიშნავი ინფრასტრუქტურა და მნიშვნელოვანი მუშახელი და დაამატა: „ჩვენ ახლოდან ვართ დაინტერესებული თურქული ბაზრით, რადგან ვფიქრობთ, რომ მომავალში ბევრი შესაძლებლობაა“. ჰაუსვალდის თქმით, ისინი მალე დელეგაციასთან ერთად თურქეთს ეწვევიან.

Hürriyet: "ანტალიის აეროპორტში წლის მანძილზე ყველაზე ბევრი მგზავრი ჩავიდა"

ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აბდულკადირ ურალოღლუმ განაცხადა, რომ 22 ივნისს ანტალიის აეროპორტში წლის განმავლობაში ყველაზე ბევრი 1175 რეისი შესრულდა და ყველაზე ბევრი 199 ათას 751 მგზავრით ჩავიდა

Habertürk: "მსოფლიოს 250 ყველაზე ბედნიერი ქალაქი გამოცხადდა: სიაში თურქეთიდან 3 ქალაქი შევიდა"

დანიის ქალაქი ორჰუსი პირველია მსოფლიოს 250 ყველაზე ბედნიერი ქალაქის სიის სათავეში, რომელსაც ყოველწლიურად ამზადებს დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული ცხოვრების ხარისხის ინსტიტუტი. სიაში ასევე თურქეთიდან მოხვდა სტამბოლი, იზმირი და ანტალია.

Sabah: "თურქული არომატი ერთ-ერთია მსოფლიოში საუკეთესო არომატებს შორის"

„TasteAtlas“-ის პლატფორმის, რომელიც აფასებს ადგილობრივ კერძებს და გასტრონომიული სამყაროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან რესურსს წარმოადგენს, „მსოფლიოს 100 საუკეთესო ორცხობილას“ სიაში მე-14 ადგილი დაიკავა თურქულმა ორცხობილამ „იზმირის ბომბი“.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები