თურქული პრესა 06.04.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1970600
თურქული პრესა 06.04.2023

თურქული პრესა 06.04.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Star: პრეზიდენტი ერდოღანის კრიტიკა ისრაელს

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ გაკეთებულ განცხადებაში ისრაელის ჯარისკაცების მიერ მესჯიდი ალ-აქსას დარბევის შესახებ განაცხადა: „თურქეთი ვერ გაჩუმდება თავდასხმებზე. ჩვენი წითელი ხაზია მესჯიდ ალ-აქსას შეხება და ჰარემი შერიფის ფეხქვეშ გათელვა“.

Sabah: თურქეთმა დახურა თავისი საჰაერო სივრცე

თურქეთმა, ერაყში, სულეიმანიაში სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაციის PKK-ს საქმიანობის გააქტიურების და ტერორისტული ორგანიზაციის აეროპორტში შეღწევის გამო საჰაერო სივრცე დაკეტა. შესაბამისად, სულეიმანიაში მიმავალი თვითმფრინავები თურქეთის საჰაერო სივრცეს ვერ გამოიყენებენ.

Hürriyet: ძალიან მკაფიო "შვედეთის" შესახებ გზავნილი მინისტრ ჩავუშოღლუსგან

გუშინ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ მკაფიოდ ისაუბრა შვედეთის ნატოში გაწევრიანებაზე და თქვა: „PKK-ს პროპაგანდა აშკარად მიმდინარეობს. შვედეთმა ეს უნდა დაასრულოს. ჩვენ გვინდა ვიხილოთ კონკრეტული ნაბიჯები ტერორისტების ექსტრადიციასთან დაკავშირებით“.

Yeni Şafak: შინაგან საქმეთა სამინისტრო: განეიტრალებულია 80 ტერორისტი

შინაგან საქმეთა სამინისტროს გუშინდელ განცხადებაში ნათქვამია, რომ მარტში შიდა უსაფრთხოების ოპერაციების ფარგლებში განეიტრალდა 80 ტერორისტი, მათ შორის 4 ე.წ. მაღალი თანამდებობის პირი.

Haber Türk: რუსმა კოსმონავტმა გააზიარა ანტალიის ფოტო კოსმოსიდან

რუსმა კოსმონავტმა ოლეგ არტემიევმა გაავრცელა კოსმოსიდან გადაღებული ანტალიის ფოტო  სათაურით „მშვენიერი თბილი ქალაქი“. არტემიევმა სოციალურ ქსელში თქვა, რომ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე და თურქეთის სამხრეთში არის სტუმართმოყვარე დასასვენებელი ქალაქი.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები