თურქული პრესა 13.02.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1945722
თურქული პრესა 13.02.2023

თურქული პრესა 13.02.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Star: "პირველი ლიდერი, რომელიც მიწისძვრის შემდეგ თურქეთს ეწვია"

კატარის ემირი შეიხ ტამიმ ბინ ჰამედ ალ სანი თურქეთში ჩავიდა პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შესახვედრად ქაჰრამანმარაშში მომხდარი მიწისძვრების შემდეგ, რომლებიც "საუკუნის კატასტროფად" არის შეფასებული. ერდოღანმა ალ სანი სტამბოლში, ვაჰდეთინის სასახლეში მიიღო. კატარის ემირი გახდა პირველი ლიდერი, რომელიც მიწისძვრის შემდეგ თურქეთს ეწვია.

Haber Türk: "საბერძნეთი დახმარების გაგრძელების გზავნილს აკეთებს"

თურქეთში მომხდარი მიწისძვრების შემდეგ მსოფლიო მის დახმარებას აგრძელებს. ამ ფარგლებში საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დენდიასი ადანაში ჩავიდა. მას საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ დახვდა და მოგვიანებით ორი მინისტრი ჰათაიში გაემგზავრა. მიწისძვრის ზონაში განცხადებების გაკეთებისას დენდიასმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საბერძნეთის მხარდაჭერა თურქეთისადმი გაგრძელდება.

Hürriyet: "მადლობა მეზობელო"

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებს დახმარება საბერძნეთის კუნძულ მეისიდან გაუგზავნეს, რომელიც ანტალიის ქაშის რაიონიდან 7,5 კილომეტრითაა დაშორებული. დახმარების ყუთებზე ეწერა: „ძვირფასო მეზობელო, მიწისძვრისას თქვენს სახლებთან ერთად ჩვენი გულიც დაინგრა“.

Vatan: "თურქეთი ერთი გულია, დახმარების ღამე"

ტელემაუწყებელთა ასოციაციამ 6 თებერვალს ქაჰრამანმარაშში მომხდარი ორი მიწისძვრის შემდეგ, რომელმაც 10 პროვინცია დააზარალა, საქველმოქმედო საღამოს ორგანიზება გადაწყვიტა. საქველმოქმედო საღამო გაიმართება ოთხშაბათს, 15 თებერვალს, თურქეთის დროით 20:00 საათზე, ლოზუნგით „თურქეთი ერთი გულია“. დახმარება შეგროვდება წითელი ნახევარმთვარის და კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების სამმართველოს (AFAD) ანგარიშებზე.

Sabah: "ანჯელინა ჯოლიმ სოფლიოს მოუწოდა"

ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა, ანჯელინა ჯოლიმ, სოციალური ქსელით ქაჰრამანმარაშში მიწისძვრის სიმბოლოდ ქცეული ერთ-ერთი ფოტო გააზიარა, რომელზედაც ასახულია მამა, რომელსაც მკვდარი 15 წლის შვილის ხელი უჭირავს და მსოფლიოს მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებისთვის შემოწირულობების გაკეთებისკენ მოუწოდა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები