თურქული პრესა 10.02.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1944641
თურქული პრესა 10.02.2023

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Sabah“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, რომელიც ქაჰრამანმარაშის მიწისძვრების შემდეგ რეგიონს ეწვია, გაზიანთეფსა და ოსმანიეში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „ნუ ინერვიულებთ! ჩვენ დღემდე, როგორც ვანში და იზმირში მოვახერხეთ, ანალოგიურად მოვიქცევით მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ ათივე პროვინციაში. უმოკლეს ხანებში დავასრულებთ დანგრეული საცხოვრებელი ბინების მშენებლობას და მესაკუთრეებს გადავცემთ.“

„ევროკავშირის ლიდერებიდან მიწისძვრასთან დაკავშირებით წერილი ერდოღანს“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ „Hürriyet“-ში და მასში ვკითხულობთ: ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა თურქეთში მომხდარი მიწისძვრების გამო პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს წერილი მისწერეს, სადაც სამძიმარი და სოლიდარობა გამოუცხადეს. „მზად ვართ გავზარდოთ დახმარება თურქეთის ხელისუფლებასთან მჭიდრო კოორდინაციით. ჩვენი ფიქრები კვლავაც იქნება თქვენთან და თქვენს ხალხთან“, ნათქვამია აღნიშნულ წერილში.

გაზეთ „Haber Türk“-ში კი ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით, „ჩვენ ვნახეთ ძლიერი სოლიდარობა მთელი მსოფლიოდან“ და მასში ვკითხულობთ: საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ქაჰრამანმარაშში მომხდარი მიწისძვრების შემდეგ, რომელმაც 10 პროვინცია დააზარალა, თურქეთმა დაინახა ძლიერი სოლიდარობა მთელი მსოფლიოდან. მისივე თქმით, გუშინდელი მდგომარეობით რეგიონში დახმარებისთვის 56 ქვეყნიდან 6 ათას 479 თანამშრომელი იმყოფება რა, მიწისძვრიდან 24 საათში თურქეთში 19 ქვეყნიდან სამძებრო-სამაშველო ჯგუფი ჩამოვიდა.

გაზეთი „Star“-ი წერს, რომ  სეისმოლოგმა სტივენ ჰიქსმა, რომელიც მუშაობს ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში მკვლევარ ასისტენტად, თქვა, რომ ქალაქები, როგორიცაა ბირმინგემი, მანჩესტერი, შეფილდი და ბრისტოლი, ქაჰრამანმარაშში მომხდარი მიწისძვრის მსგავსი, რომ მომხდარიყო, მიწასთან „გასწორდებოდნენ“.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი იუწყება, რომ მიწისძვრამ, რომელმაც 10 ქალაქში დანგრევა გამოიწვია, რეგიონის სპორტულ კლუბებს ძალიან შეეხო. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კლუბი ტოვებს ქალაქებს, ზოგიერთი კლუბი, შეძრწუნებულია სპორტსმენების სიკვდილით და განიხილავს ლიგიდან გასვლას.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები