თურქული პრესა 05.01.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1928185
თურქული პრესა 05.01.2023

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Haber Türk“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მათ სურთ დატოვონ ქვეყანა, სადაც შეძლებენ „თურქეთის საუკუნის“ ხედვის მიზნებისკენ სვლას. ერდოღანმა განაცხადა, რომ ამ მიზანს ერთან ერთად მიაღწევენ. „ჩვენ გავზრდით ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ, დიპლომატიურ და სამხედრო ძალას. ჩვენ არ დავკმაყოფილდებით იმით, რაც გავაკეთეთ, მეტს დავეძებთ“, განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.

„ერდოღანმა ათენი მკაცრად გააფრთხილა“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Hürriyet“-ში და მასში ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მან გასცა ბრძანება ბალისტიკური რაკეტა Tayfun-ის მანძილის გაზრდასთან დაკავშირებით, რომლის სამიზნე 561 კილომეტრიდან 1000 კილომეტრამდე უნდა გაიზარდოს. პრეზიდენტის ამ ბრძანებამ კი საბერძნეთში პანიკა გამოიწვია. „ჩვენ არ შევეხებით მათ, ვინც არ გვეხება“, დასძინა ერდოღანმა.

გაზეთ „Sabah“-ში კი ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით, „პაკისტანმა ერდოღანი ნობელის პრემიაზე წარადგინა“ და მასში ვკითხულობთ: პაკისტანის სენატის თავჯდომარემ მუჰამედ სადიკ სანჯრანმა განაცხადა, რომ მათ პრეზიდენტი ერდოღანი, რუსეთ-უკრაინის ომის დროს გაწეული ძალისხმევისთვის ნობელის პრემიაზე წარადგინეს. სანჯრანის თქმით, ერდოღანის ეფექტური ინტერვენციების წყალობით გლობალური კატასტროფის თავიდან აცილება მოხდა.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი იუწყება, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ, ისრაელის ახალად დანიშნულ საგარეო საქმეთა მინისტრთან ელი კოენთან სატელეფონო საუბარი გამართა. სატელეფონო საუბრის დროს, ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ისრაელის უსაფრთხოების ახალი ულტრამემარჯვენე მინისტრის, იტამარ ბენ-გვირის ალ-აქსას მეჩეთის მიმართ ჩადენილი ქმედება მიუღებელია.

გაზეთი „Star“-ი წერს, რომ ჰოლანდიელმა მკვლევარმა რენა ნეტესმა, სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაციის PKK/YPG-ს ბნელი მხარის გამოვლენის გამო მრავალი სიკვდილის შემცველი მუქარები მიიღო. ნეტესმა აღნიშნა, რომ დასავლეთს არ სურს ტერორისტული ორგანიზაციის ბნელი მხარის დანახვა. მან განაცხადა, რომ ამის მიუხედავად, ისინი გააგრძელებენ PKK/YPG-ს ნამდვილი სახის გამოვლენას. ჰოლანდიელმა მკვლევარმა ხაზი გაუსვა, რომ თურქეთის კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიები ჩრდილოეთ სირიაში ყველაზე უსაფრთხოა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები